ფეხბურთი რეალმა ბეილზე უარი თქვა 2013, 14 აგვისტო, 2:18 რეალმა ბეილზე უარი თქვა
ბეილი უელსის ნაკრების მატჩისთვის ემზადება გუნდის მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ დაარწმუნა „სამეფო კლუბის“ პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი, რომ უელსელი ვარსკვლავის სანაცვლოდ 100 მილიონი გირვანქის გაღების გადაუდებელი საჭიროება არ არსებობს მაშინ, როცა „რეალის“ შემადგენლობაში ამდენი კარგი ფეხბურთელია. ტელეგრაფის“ ცნობით, „რეალის“ უარმა ხელ-ფეხი გაუხსნა „მანჩესტერს“. დევიდ მოიესის გუნდს ძალიან უნდა უელსელი ფეხბურთელის გადაბირება. სხვა საქმეა, რამდენად შეძლებენ „წითელი ეშმაკები“ ბეილის სანაცვლოდ 100 მილიონი ევროს გადახდას. ინგლისურმა გამოცემა „ტელეგრაფმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც მადრიდის „რეალი“ გარეთ ბეილს აღარ იყიდის. და სხვა ინფორმაცია პერესი და ლევი ბეილის გამო შეხვდებიან თავად ბეილი "რეალისკენ" მიილტვის. ამის თაობაზე მან რამდენჯერმე მიმართა "დეზების" შეფობას, თუმცა "ტოტენჰემის" მწვრთნელი ანდრე ვილაშ–ბოაში ტრანსფერის სასტიკი წინააღმდეგია. პერესი ლევის ოფიციალურად დაუდასტურებს, რომ მზადაა, უელსელ ვარსკვლავში 100 მილიონი გირვანქა გადაიხადოს და თან ლონდონში გაუშვას "რეალის" განაპირა მცველი, პორტუგალიელი ფაბიო კოენტრაო. უახლოეს დღეებში "რეალის" პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი "ტოტენჰემის" შეფს, დანიელ ლევის მაიამიში შეხვედება. მთავარი თემა გარეთ ბეილის გაჭიანურებული ტრანსფერია "ტოტენჰემიდან" "სამეფო კლუბში." 21 1-ს მოსწონს
|