x
image
ამიკო838
ზიდანი: "ვარანი ძალიან ჰგავს იაპ სტამს" და კაკას ინტერვიუ
image



























ზიდანი: "ვარანი ძალიან ჰგავს იაპ სტამს"



ზინედინ ზიდანის განცხადებით, სამეფო კლუბში რაფაელ ვარანის სახით უდიდესი ტალანტი ირიცხება, რომელიც თამაშის მანერით ძლაიან ჰგავს იაპ სტამს...



„რაფაელ ვარანის თამაშს ძალიან ვამსგავსებ ჰოლანდიელ ლეგენდას, ვარანი დიდი ტალანტის მატარებელია და ვთვლი, რომ 2-3 წელიწადში ის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო იქნება საკუთარ პოზიციაზე, ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად რაფა არ გაურბის პასუხისმგებლობას და იგი ნებისმიერ მომენტში მზადაა გუნდის დასახმარებლად, მას მართლაც უდიდესი მომავალი აქვს, მთავარი მწვრთნელი ვარანს უდიდეს ნდობას უცხადებს და მაქსიმუმს აკეთებს იმისათვის, რომ საუკეთესო თვისებების გამოვლენაში დაეხმაროს.“


„ჰოლანდიელი მცველი ჩემთვის ყოველთვის პატივსსაცემი პიროვნება იყო, მართლაც მინდა გითხრათ, რომ მის წინააღმდეგ თამაში მიჭირდა, სტამი მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მცველია, მან ძალიან კარგად იცოდა თუ სად უნდა დახვედროდა ბურთს, აღარაფერს ვიტყვი ფიზიკურ კონდიციაზე.“



თქვენი აზრი დატოვეთ კომენტარის სახით.


სხვა ინფორმაცია


image


კაკა: „რეალში“ ლიგის მოგება მინდა“


„რეალის“ ბრაზილიელმა ლეგიონერმა, რომელიც ფორმის დაბრუნებისთვის შეუპოვრად იბრძვის, „ადიდასის“ მომხმარებლების საინტერესო კითხვებს გასცა პასუხი.


- როგორი თვალით შეყურებ ახალ სეზონს?

- დიდი იმედით ვხვდებით მომავალ სეზონს.ჩვენ ისეთი ძლიერები ვართ, როგორც არასდროს.ძალიან მოტივირებულნი ვართ.ვფიქრობ, ყველაფრის გაკეთება შეგვიძლია ახალ მწვრთნელთან ერთად.



- რომლის მოგებას მიანიჭებდით უპირატესობას - ლა ლიგის თუ ჩემპიონთა ლიგის?

- ბუნებრივია, ორივე გათამაშება ნიშანდობლივია ჩვენთვის, მაგრამ ჩემი ოცნებაა, სამეფო კლუბთან ერთად ლიგის მე-10-დ მოგება.


- საუკეთესო მომენტები კარიერაში...

- ვფიქრობ, საუკეთესო ის მომენტები, როდესაც დიდი ტიტულები მოვიგეთ.ტკბილად მახსენდება მსოფლიოს 2002 წლის მუნდიალი, „მილანის“ წიგებში ჩემპიონთა ლიგა, კოპა დელ რეი და ყველა ის ჩემპიონატი თუ თასი, სადაც პირველობა შევძელი თანაგუნდელებთან ერთად.ამასთანავე, ინდ.ჯილდოებს დიდი ადგილი უჭირავთ ჩემს კარიერაში, მაგრამ ყველაზე მთავარია, გუნდთან ერთად მოედანზე ყოფნაა.



- როგორია, კვლავ ანჩელოტის შეგირდის რანგში ყოფნა?

- ძალიან კარგი.„მილანში“ 6 წელი ვმუშაობდით.კარლოს ახლოს ვიცნობ და მომეხსენება, მისი ფსომხედველობის შესახებ.ის ჩემს მიმართ საკმაოდ გულწრფელია.ხშირად მესაუბრება და ცდილობს დამეხმაროს, რაც დამატებითი სტიმულია ჩემთვის.ერთი სიტყვით, მოხარული ვარ, რომ ანჩე კვლავ ჩემი მწვრთნელია.



- თქვენი მიზნები მომავალი სეზონისათვის?

- უწინარეს ყოვლისა, ჩემი მიზანია მოედანზე უფრო მეტი სათამაშო დროის დაყოფა.კარგ ფიზიკურ ფორმაში ყოფნა კი, ჩემი გამოწვევაა.ყველაფერი უნდა გავაკეთო იმისათვის, რომ მეტჯერ მოვირგო „რეალის“ უნიფორმა და ამასთანავე, ნაკრებში დავბრუნდე, რამეთუ მოახლოვებულ მუნდიალზე ძალიან მინდა გამოსვლა.



- რას ფიქრობთ სამეფო კლუბის ახალ საგარეო ფორმაზე?

- სიმართლე გითხრათ, ძალიან მომწონს.ის თანამედროვე და კომფორტულია.ვიმედოვნებ, რომ ამ მაისურით შემოსილნი, დიდ წარმატებებს ჩავებღაუჭებით.



- ვინ არის ის საუკეთესო ცენტრალური ნახევარმცველი, რომელთანაც არასოდეს გითამაშიათ?

- კარიერის განმავლობაში, არაერთ შესანიშნავ ნახევარმცველს შევხვედრივარ.ვფიქრობ, საუკეთესო, ვის წინააღმდეგაც მითამაშია, არის ზინედინ ზიდანი, რომელსაც ჯერ მადრიდელებთან დაპირისპირების შევხვდი, ხოლო შემდეგ ნაკრებების მატჩის დროს.



- რჩევა, რომელსაც ახალგაზრდა ფეხბურთელებს მისცემდით?

- იყავით მომთმენნი და შეუპოვარნი.ამასთანავე, როგორც ცხოვრებაში, ისე კარიერაში, დადექით გამოწვევის წინაშე და ამის შემდეგ მოხდება ყველაფერი.აღნიშნულმა მეთოდმა გაამართლა ჩემში.სიმართლე გითხრათ, ყოველთვის გამოწვევის ძიებაში ვიყავი და სწორედ ამიტომაც, ვარ იქ, სადაც ვარ.



- თქვენი ფავორიტი ფეხბურთელი?

- ბევრი დიადი ფეხბურთელის გვერდით მითამაშია, მაგრამ ჩემი კუმირი გახლდათ რონალდო - ფენომენი.საშუალება მქონდა მასთან ერთად მეთამაშა, როგორც „მილანში, “ ასევე ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებში.ის ჩემთვის მაგალითი იყო მწვანე მინდორზე.




- როგორ ემზადები მატჩებისთვის?

- ვარჯიშების დროს, ფიზიკური, ტექნიკური და ტაქტიკური მხარეების გაუმჯობესებას ვცდილობ, ხოლო მატჩის წინ, გასახდელში, განწყობისა და სულისკვეთების ამაღლებაზე ვმუშაობ.


1
20
3-ს მოსწონს
ავტორი:ამიკო838
ამიკო838
20
  
2013, 14 აგვისტო, 11:12
ჰალა მადრიდ
0 1 1