x
image
ამიკო838
საქართველოში 25 აპრილიდან გამოიდარებს
image


























მთელ საქართველოში 25 აპრილიდან გამოიდარებს.


ოთხშაბათს, დასავლეთ საქართველოში ღრუბლიანი ამინდი დაფიქსირდება, უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა. იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი წამში; ზოგიერთ რაიონში ძლიერი ქარი 17-21 მეტრი წამში; ტემპერატურა დაბლობში 7-12 გრადუსი სითბო იქნება, მთაში 3-8 გრადუსი, მაღალ მთაში კი 0+5.


თბილისში 24 აპრილს დროგამოშვებით მოიღრუბლება, უმეტესად უნალექოდ. იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის ქარი 15 მეტრი წამში, დროგამოშვებით 28-30 მეტრ წამში. ტემპერატურა კი სავარაუდოდ 15 გრადუსი სითბო იქნება.



აღმოსავლეთ საქართველოს რაც შეეხება, დასავლეთის მსგავსად დროგამოშვებით მოიღრუბლება, ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, შესაძლებელია სეტყვაც. იქროლებს დასავლეთის ქარი 10-15 მეტრი წამში; ტემპერატურა ბარში 11-16 გრადუსი სითბო დაფიქსირდება, მთაში 3-8, ხოლო მაღალ მთაში 0+5 გრადუსი სითბო.

1
48
5-ს მოსწონს
ავტორი:ამიკო838
ამიკო838
48
  
2013, 23 აპრილი, 20:43
კარგია თუ გვეღირსა დათბობა საერთოდ.:)))
0 1 1