ქალი ჰოლივუდის საუკეთესო ჩამცმელები-ჰოლი ბერი 2012, 28 აპრილი, 2:17 უმშვენიერესი მულატი, ჰოლივუდის ერთერთი კაშკაშა ვარსკვლავი ჰოლი ბერი, წლების მატებასთან ერთად, უფრო და უფრო იხვეწება და ლამაზდება. მოდის ექსპერტები და უბრალოდ სელებრითებზე მოთვალთვალე გლამურული ჟურნალების მესვეურები, გაოცებას ვერ მალავენ იმის გამო, რომ მსახიობი თავის სოლიდურ 45 წლის ასაკში თამამად დადის თინეიჯერული სამოსით და რაც ყველაზე მთავარია უნაკლოდ იხდენს მას. მართალია, ჰოლის გარეგნობა, ადრეულ ასაკშივე ყურადღების ცენტრში იყო, ერთერთ სილამაზის კონკურსში მისის საპატიო ტიტული მოიპოვა. თუმცა შავკანიანი ქალბატონისთვის, ჰოლუვიდის „ჯუნგლებში“ გზის გასაკვალად მხოლოდ ეს ტიტული ნამდვილად არ კმაროდა. ჰოლი ბერის ჩაცმის სტილი, მინიმალიზმს ეფუძნება. ყოველდღიურობაში იგი ნაკლებად ან საერთოდ არ ხმარობს კოსმეტიკას, აცვია მაქსიმალურად კომფორტულად რის გამოც ხშირად ანიჭებს უპირატესობას სპორტულ სტილს, თუმცა აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ ჰოლი გასაოცარი ოსტატობით ახერხებს ეს სტილი პატარ-პატარა გლამურული ელემენტებით გაამრავალფეროვნოს, რაც საბოლოოდ ერთობ ორიგინალურ იმიჯს ქმნის. ოფიციალურ წვეულებებსა და ჰოლივუდის მიღებებზე კი ჰოლი ბერის მომხიბვლელობა მთელი ბრწყინვალებით იშლება. ალბათ გახსოვთ მისი ულამაზესი, ნახევრადგამჭვირვალე მეწამული ფერის კაბა ოსკარების ერთერთ ცერემონიალზე, რომელიც ცნობილმა დიზაინერმა ჯონ გალიანომ შექმნა და სწორედ ამ კაბაში გამოწყობილმა მიიღო ჰოლიმ სანატრელი ოსკარი. მსახიობის ჩაცმულობა, ყოველი ასეთი ცერემონიალის თუ საფესტივალო ევენთის მერე, დიდი მითქმა მოთქმის და აღფრთოვანების საგანია. ჰოლი ყოველთვის ირჩევს გამორჩეული სტილის და ფერის მქონე კაბებს, როლებიც დოზირებული სექსუალურობით და ასეთივე დოზირებული სამკაულის რაოდენობით გამოირჩევა. 1746 2-ს მოსწონს
|