x
მეტი
  • 26.06.2024
  • სტატია:135614
  • ვიდეო:351961
  • სურათი:509975
ცხელი თეთრი შოკოლადი
image ცხელი თეთრი შოკოლადი


საჭირო მასალა:


70გ თეთრი შოკოლადი


70გ შავი შოკოლადი

2-3 ჭიქა ცხელი რძე

მწიკვი ვანილი

2 კვერცხი

2 სავსე ს.კ შაქარი

დაფქული დარიჩინი და გახეხილი შოკოლადი- გასაფორმებლად.


მომზადება:


კვერცხის ცილა კარგად ავთქვიფოთ, სანამ ბეზეს მასას არ მივიღებთ, შევათქვიფოთ შაქარი და კვერცხის გული.

რძე მოვათავსოთ ქვაბში. თუ გვსურს სასმელი სქელი გამოვიდეს, 2 ჭიქა რძე გამოვიყენოთ. დავუმატოთ დამტვრეული შოკოლადი, ვანილი და წამოვადუღოთ. თან ვურიოთ, რომ შოკოლადი კარგათ გაიხსნას.

სასმელი გადავანაწილოთ ჭიქებში და გოგლიმოგლი მოვასხათ. ზემოდან მოვაყაროთ ცოტა გახეხილი შოკოლადი და დარიჩინი.



ულუფა-4

დრო-15 წუთი

1
48
3-ს მოსწონს
ავტორი:ლევანი კუტალაძე
ლევანი კუტალაძე
48
  
2013, 7 ივლისი, 21:45
გოგლი-მოგლის მოსხმა ნამდვილად ახალი იყო. უნდა ვცადო...
0 1 1