სხვა სანაპიროზე გიგანტური თვალი აღმოაჩინეს 2013, 7 ივლისი, 10:22 ![]() ფლორიდის სანაპიროზე გიგანტური თვალი აღმოაჩინეს. აღნიშნულ ფაქტზე ფოტოები 2012 წლის ოქტომბერში გავრცელდა. გიგანტური თვალის ფოტოებმა ბევრი მითქმა-მოთქმა გამოიწვია საზოგადოებაში, წარმოიშვა მრავალი ვერსია მის "პატრონთან" დაკავშირებით. ![]() ზოგი თვლის, რომ ეს შეიძლება ზღვის კალმარს (ზღვის მოლუსკი თავფეხიანების კლასის. მისი ხორცი ითვლება ძვირფას საკვებ პროდუქტად) ეკუთვნოდეს, თუმაც მალე გაირკვა, რომ აღნიშნული თვალი ეკუთვნის გიგანტურ ხმალთევზას. ![]() "ექსპერტებმა უკვე ჩაუტარეს ყველა შესაძლო გამოკვლევა და თვალის ფერის, მისი ზომისა და სტრუქტურის გამო მიგვაჩნია, რომ ეს თვალი ეკუთვნოდა გიგანთურ ხმალთევზას" - განაცხადა ფლორიდის ბუნების დაცვის კომისიის თანამშრომელმა, Joan Herrera-მა. ![]() "სწორი იქნება მსჯელობა, თუ ვიტყვით, რომ თვალი მეთევზეებმა ამოჭრეს და გადააგდეს ზღვაში" - განაცხადეს ეკოლოგებმა. მათ ექსპერტებთან ერთად თვალს გენეტიკური ტესტიც ჩაუტარეს. ![]() ხმალთევზამ თავისი სახელი მისი ფორმის გამო მიიღო. მისი სიგრძე 4.5 მეტრსაც კი აღწევს ხოლმე, ხოლო წონით 650 კილოგრამიანი ეგზემპლიარიცაა დაფიქსირებული. ამ საოცარ თევზს 100კმ/სთ სიჩქარით შეუძლია ცურვა. ყოფილა შემთხვევები, როდესაც ხმალთევზას კატარღებიც კი ჩაუძირია. ![]() ფოტოზე გამოსახულია გიგანტური ხმალთევზა, რომელიც Lou Marron-მა დაიჭირა 1953 წელს. იგი 536.15 კილოგრამი იყო. 293 14-ს მოსწონს 1-ს არა
|