x
image
worldsport.ge
ლამს გვარდიოლა მოსწონს

image“ბაიერნის” კაპიტანმა ფილიპ ლამმა ახალი დამრიგებლის, ხოსეპ გვარდიოლას შესახებ აღმატებულ ხარისხში ისაუბრა და დასძინა, რომ ფეხბურთელები იმედით უცქერიან მომავალ სეზონს: “გვარდიოლასთან ურთიერთობა ძალიან სასიამოვნოა, - უთხრა ლამმა კლუბის ოფიციალურ ვებგვერდს, - პეპი ძალიან ღია პიროვნებაა, მასთან ნებისმიერ მოთამაშეს შეუძლია გასაუბრება. რაც შეეხება სამუშაოს, ეტყობა, რომ ზუსტად იცის, როგორი ფეხბურთი უნდა ითამაშოს “ბაიერნმა”. ამიტომ დამდეგ სეზონს ყველა იმედით ველოდებით”.
სოლომონ გულისაშვილი

www.worldsport.ge

0
47
2-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
47
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0