რელიგია "მხოლოდ ის გადარჩება, ვინც თავად ისურვებს ამას"... სასარგებლო და საზიანო ჯანმრთელობისთვის. 3 ნაწილი 2013, 4 ივლისი, 11:52 წინა ორი სტატია ვინც წაიკითხა, ალბათ შეიმეცნა კიდევაც თუ რა ყოფილა "პირადი ბედნიერება" და "სინდისი". ეხლა მინდა შემოგთავაზოთ ამ სტატიების გაგრძელება თემით "სასარგებლო და საზიანო ჯანმრთელობისთვის". საზიანოა ჯანმრთელობისთვის: შური: გრიგალივით ანადგურებს ადამიანის ჯანმრთელობას, როგორც ჟანგი სპობს რკინას, ასევე ისპობა ადამიანის ჯანმრთელობა შურით. შურის საწინააღმდეგო წამალია სიყვარულის ნიჭი, სიყვარულის წყარო კი მხოლოდ ღმერთია. უნდა ვითხოვოთ დილის ლოცვებში ყოველდღიურად სიყვარულის ნიჭი. უიმედობა: იმედობაც ცუდათ მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე. მისი საწინააღმდეგო წამალი კი არის რწმენა და მოთმინება. ამ ორივეთა ნიჭიც უნდა ვითხოვოთ ღვთისაგან ყოველდღიურად. სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის: 1. ავადმყოფობა ზოგჯერ შედეგია ცოდვებისა, ამიტომ ექიმთან ერთად უნდა მივმართოთ მოძღვარს აღსარებისთვის. 2. ნაკურთხი წყლისა და სეფისკვერის უზმოზე მიღება. 3. აღსარების საიდუმლო, შვიდგზის ზეთისცხება, ზიარება. 4. ხატთან ან წმინდანის საფლავთან დანთებული კანდელის ზეთის ცხება შუბლზე ჯვრის სახით (ზემოდან ქვემოთ, მარჯვნიდან მარცხნივ) 5. განუწყვეტელი ლოცვა იესო ქრისტეს სახელის მოხმობით: "უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი" ან "მილხინე ღმერთო მე ცოდვილსა და შემიწყალე". 6. უკურნებელი სენი თუ გეწვიათ, ნუ შეშინდებით, იმედს ნუ დაკარგავთ, გახსოვდეთ რომ უიმედობა ყველაზე დიდი ცოდვაა. მოიწვიეთ მოძღვარი და მისი დარიგებებით ისარგებლეთ. 7. წმინდა წერილისა და წმინდანთა დარიგებების კითხვა. 8. კლასიკური მუსიკისა და საგალობლების მოსმენა. 9. განკურნებისთვის აუცილებელია ქრისტეს რწმენა და სინანული (გადაწყვეტილება ცდოვებისაგან განშორებისა) მეგობრებო, ამით დავამთავრე ამ სტატიის წერა, იმედი მაქვს ბევრ თქვენგანს დაეხმარება ჭეშმარიტების ძიებაში და შემეცნებაში. მაშ, აღასრულეთ ჩვენთვის ამ ქვეყნად შობილი, ჯვარცმული და ამაღლებული უფლის მცნებები, მაშინ მშვიდობა და სიხარული დაისადგურებს თქვენს გულში და იქნებით ყველაზე დიდი საჩუქარი იესო ქრისტესთვის. უფალს ებარებოდეთ! 94 11-ს მოსწონს
|