x
image
თამუნა გეწაძე
რომელი საკვები პროდუქტებია აუცილებელი ღრმა ძილისათვის.

imageძილს ადამიანის ცხოვრებაში ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება.თუ ადამიანმა სრულყოფილად არ დაისვენა განწყობა მთლიანად უფუჭდება.ბევრ ადამიანს სამწუხაროდ აწუხებს ძილთან დაკავშირებული პრობლემები.ზოგ შემთხვევაში უძილობა გამოწვეულია ავადმყოფობით, ზოგჯერ დიდი ემოცია ნერვიულობა და სხვადასხვა პრობლემები გვიშლის ხელს დაძინებაში.პენსილვანიის შტატის მეცნიერებმა ჩაატარეს გამოკვლევები რომელთა საფუძველზეც დაადგინეს:კარგად და სრულყოფილად, რომ გვეძინოს აუცილებელია მივირთვათ პროდუქტები, რომლებიც მდიდარი იქნება სელენით, ნახშირწყლებით და ვიტამინი C-თი.თუ თქვენ ცუდად გძინავთ ჩართეთ ამ ნივთიერებით მდიდარი პროდუქტები თქვენს მენიუში.

სელენს შეიცავს წითელი ხორცი, ინდაურის ხორცი, თევზი, მზესუმზირა და თხილი. სელენი ასევე ხელს უშლის დაბერების პროცესს, აძლიერებს იმუნიტეტს.

image


ნახშირწყლებს შეიცავს პური, კარტოფილი, ხორბალი, ბრინჯი, მარმელადი. ნახშირწყლების მიღება ძილამდე 4საათით ადრე ხელს უწყობს სწრაფად დაძინებას.


image


ვიტამინ C- ს შეიცავს მარწყვი, ციტრუსები კომბოსტო, ტკბილი წიწაკა..ვიტამინი C აქვს ანტიოქსიდანტური მოქმედება ის ხელს უწყობს სისხლძარღვების კედლების გამაგრებას, ღვიძლის უჯრედების აღდგენას, აძლიერებს იმუნიტეტს.

image


1
130
4-ს მოსწონს
ავტორი:თამუნა გეწაძე
თამუნა გეწაძე
130
  
2013, 3 ივლისი, 19:09
მე რიცა არაფერს არ ვაკეთებ 15 საათი მძინავს სუტკაში
0 1 1