x
image
natia.a
მსოფლიოს საუკეთესო სარეკლამო რგოლები (2013 წლის)
ამჯერად წარმოგიდგენთ 2013 წლის კანის რეკლამის საერთაშორისო ფესტივალის (Cannes Lions) პრიზიორებს, რომლებიც სულ ახლახანს გამოვლინდა.


1. ჟიურის ფავორიტი და პრიზების ყველაზე დიდი რაოდენობის მფლობელი გახდა ანიმაციური ვიდეორგოლი, სახელწოდებით «Dumb Ways to Die» (ავსტრალია). ეს არის მელბურნის მეტროპოლიტენისთვის შექმნილი რეკლამა, რომელიც ეხება რკინიგზებსა და პლატფორმებზე უსაფრთხოებას.

ზოგ ქვეყანაში ეს რგოლი აკრძალული იყო, მიიჩნევდნენ რა, რომ საქმე ეხებოდა თვითმკვლელობის პროპაგანდას, რაც ბავშვებისთვისა და მოზარდებისთვის საინტერესო იუმორისტული ფორმით არის გადმოცემული.




2. მთავარი პრიზი კატეგორიაში "ტიტანის ლომები", გადაეცა კომპანია Dove-ისთვის შექმნილ რეკლამას "Real Beauty Sketches" (ბრაზილია). მასში საუბარია იმაზე, რომ ქალები ხშირად საკუთარ სილამაზეს ვერ აღიქვამენ.

ეს რგოლი YouTube-ზე ყველაზე ხშირად ნანახ სარეკლამო რგოლად იქნა აღიარებული, დღეისთვის მას 55 მილიონ ნახვაზე მეტი აქვს.



3. პრიზი ნომინაციაში "კრეატული რეკლამის ეფექტურობა", გადაეცა ლუდი Heineken-ისათვის შექმნილ სარეკლამო რგოლს "Legendary Journey" (ჰოლანდია).



4. პრიზი ნომინაციაში "ბრენდირებული შინაარსი და გართობა" ერგო Intel-ისა Toshiba-სათვის შექმნილ რეკლამას "The Beauty Inside" (აშშ).



5. ნომინაციაში "ვირტუალური მარკეტინგი", გამარჯვებული გახდა Mondelez International-ისათვის შექმნილი სარეკლამო რგოლი "Oreo Twist" (აშშ). რეკლამაში კომპანიის ღირსშესანიშნავი მომენტებია მოყოლილი ორცხობილის მეშვეობით.



6. გრან-პრი ნომინაციაში "საუკეთესო დიზაინი" მიიღო "აშანის" სუპერმარკეტების ქსელის სარეკლამო რგოლმა, რომელშიც სკანირებული ჩეკის იდეაა წარმოდგენილი.



7. პრიზი ნომინაციაში "ვიდეოხელოვნება" ერგო Сhannel 4-ის სარეკლამო რგოლს "Meet the Superhumans", რომელიც პარაოლიმპიელებს ეხება.



8. ნომინაციაში "ინოვაცია" პრიზი გადაეცა Software Technology-ს მიერ წარმოდგენილი მომავლის გრაფიკული ტექნოლოგიის Cinder-ისათვის შექმნილ სარეკლამო რგოლს (აშშ).



9. ნომინაციაში "მედია" პრიზი ერგო დამკრძალავი სადაზღვევო ფორმის სარეკლამო რგოლს "Why wait until it’s too late", რომელშიც ადამიანებს შესთავაზეს, სანამ მოკვდებიან, გაუმხილონ ახლობლებს როგორ უყვართ ისინი (ჰოლანდია).





image

0
181
4-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
181
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0