სხვა ყველაზე საშიში ბილიკი მსოფლიოში (+ ვიდეო ტური) 2013, 30 ივნისი, 18:31
სამეფო ბილიკი (El caminito Del Rey), ცნობილია, როგორც მსოფლიოში ყველაზე სახიფათო გზა. იგი 1905 წელს გააკეთეს ესპანეთის ქალაქ მალაგაში, კაშხალის მშენებლობაზე დასაქმებული მუშების დასახმარებლად. ბილიკი კლდეში გამაგრებული ლიანდაგის რელსებისგან და ბეტონისგან არის გაკეთებული. იგი 3 კმ.-ზეა გადაჭიმული, სიგანით კი 1 მეტრს ძლივს აღწევს.
დღეისთვის ბილიკი რამდენიმე ადგილზე დაზიანებულია და ძალიან სახიფათოდ არის მიჩნეული, ამიტომ ტურისტებისთვის ოფიციალურად უკვე დაკეტილია. მაგრამ ბევრი ექსტრემალი ან უბრალოდ ცნობისმოყვარე ტურისტი, მაინც გადის მასზე. ჩვენ კი შეგვიძლია უბრალოდ ფოტო და ვიდეო-ტური მოვიწყოთ ამ საშიშ და საინტერესო ადგილზე. 67 5-ს მოსწონს
|