x
image
აკაკი79
საბედისწერო "ჰოროსკოპი"


ერთი წლის უკან ძალიან გამიჭირდა, მანამდე კარგ სამსახურებში ვმუშაობდი და შესაბამისად დიდი ხელფასიც მქონდა, მერე გამანთავისუფლეს ქვეყანა აირია და დავრჩი ასე ბედზე გამოკიდებული. თავიდან არ გვემჩნეოდა მაგრამ როცა გასაყიდი და დასალომბარდებელი გაგვითავდა აშკარად კატასტროფის წინაშე აღმოვჩნდით.
ერთ დღეს მეგობარი მოვიდა სტუმრად (მასთან ერთად ხშირად დავდიოდი ხოლმე კაზინოში პოკერის სათამაშოდ როცა კაი დრო იყო, სხვათაშორის ბევრჯერ სოლიდური თანხაც მოგვიგია.) ძველი ამბების მერე მითხრა რომ შეიძლებოდა ევროპა ბეთზე დავრეგისტრირებულიყავი და სახლიდან გაუსვლელად პოკერი მეთამაშა, რა ღა თქმა უნდა ფულზე.
ძალიან გამახარა მისმა ნათქვამმა, უმუშევარი კაცი ფსიქოლოგია ხომ იცით, თანაც როგორც ნათქვამია გაჭირვებაში მყოფს სასწაულების უფრო ეჯერებაო და იმავე საღამოს დავრეგისტრირდი, ანგარიშის ნომერიც მომივიდა, მაგრამ მთავარი არ მქონდა ანუ ფული, ვიფიქრე რამოდენიმე დღე მოვითმენ მერე ფულიც გამოჩნდება და მოგებას რაღა დაუდგება წინთქო. მოკლედ იმ დღიდან მესამე დღეს დილით ჰოროსკოპს უყურე ტელევიზორში, რომელიც ამბობდა “დღეს ფინანსურ გარიგებებში ან საქმეეში წარმატებები გელით, კარგი იქნება თუ რაიმეს თამაშით შეიქცევთ თავს”ო. ამან დამაინტრიგა ავდექი და ინტერნეტში კიდევ ერთხელ ვნახე იმ დღევანდელი Hჰოროსკოპი, იქაც იგივე დამხვდა ოღონდ სხვა სიტყვებით “დღეს თქვენ გელით ეკონომიური წარმატებები, სასურველია ფინანსური გარიგებები” და ასე შემდეგ. გული სიხარულით ამევსო, რადგან ნანახი ზებუნებრივ ნიშნად მივიჩნიე, ვფიქრობდი ეგ არის მეშველათქო და მეზობელთან გავარდი. ეს ერთადერთი ადამიანი იყო დარჩენილი რომელიც იმ დროისთვის მენდობოდა, დანარჩენს ვერ დაუბრუნე ან დრო გადაუცილე და მისასვლელი პირიც აღარ მქონდა, ისიც ყოყმანებდა მაგრამ შევპირდი რომ მეორე დღესვე დაუბრუნებდი და როგორც იქნა მასესხა 100 ლარი, რომელიც ეგრევე ჩემს ანგარიშზე დავსვი. მთელი დღე თითებს ვიჭამდი, ღამეს ველოდდი რომ ჩემთვის წყნარად ჩავჯდომოდი კომპიუტერს. მოკლედ როგორც იქნა დაღამდა და თამაშიც დაიწყო, ხან ერთ მაგიდაზე ვიჯექი, ხან მეორეზე, ხან 5თეთრიანზე, ხან 2ლარიანზე და შენც არ მომიკვდე არამც თუ მოვიგე, ერთი ხელიც კი არ წამიღია, უბრალო კონიც არ დამიმატებია ჩემი ანგარიშისთვის. თამაში დილამდე გაგრძელდა და ზუსტად 8სათისთვის კაპიკი აღარ მქონდა. ნერვები მჭამდა, სიბრაზისგან კანკალი დავიწყე, მახსოვს იმის ტელეფონს ვეძებდი ვინც ჰოროსკოპებს ადგენს რომ ერთი კარგად მეგინებინა. ასეთ დრეში მყოფს მეზობლის კაცი დამადგა თავზე და მეკითხება, შენი ზოდიაქო ხო მერწყულიაოო? არაფერი მითქვამს მხოლოდ თავი დაუქნიე თანხმობის ნიშნად. მაგრამ მერე რომ მითხრა, დილით გაზეთში წავიკითხე უეჭველად ხეირიანი დღე გექნება და წამო სათევზაოდ წავიდეთო, ავყვირდი, ეხლა მეცინება შოთას სახეს რო ვიხსენებ და გინდაც ჩემსას, ის ფიქრობა ამან ნამდვილად გარეკაო და გაოგნებული სახით შემომცქეროდა, მე კი ვფიქრობდი ეს იდიოტი ვინაა ჰოროსკოპის რომ ჯერავსთქო და ვყვიროდი. ასეთი რამ დამმართა ცრრწმენამ თუმცა სიკეთეც მიქნა, მის მერე აზარტულ თამაშს არ გავკარებივარ აგერ უკვე ერთი წელია.image






1
192
2-ს მოსწონს
ავტორი:აკაკი79
აკაკი79
192
  
2013, 26 ივნისი, 16:50
ჭკუის სასწავლებელი მონათხრობია..
0 1 1