იტალიის ნაკრების ყოფილი მცველი ფაბიო კანავარო სავარაუდოდ მადრიდის რეალის სამწვრთნელო შტაბში იმუშავებს. ამის შესახებ იტალიურ გამოცემებს მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონის აგენტმა ენრიკო ფედელემ აცნობა.
“მადრიდელთა ახალ მთავარ მწვრთნელ კარლო ანჩელოტისა და ფაბიო კანავაროს შორის მოლაპარაკება უკვე დაწყებულია. მართალია, მხარეებს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ, მაგრამ გეტყვით, რომ ფაბიოს ტოპ-კლუბის სამწვრთნელო შტაბში მუშაობა სურს”, – განაცხადა ფედელემ.
ოთარ მაღლაკელიძე
www.worldsport.ge