x
მეტი
  • 29.06.2024
  • სტატია:135670
  • ვიდეო:351961
  • სურათი:510044
სათამაშო შოკოლადის მოყვარულებისთვის
imageფრანგმა დიზაინერმა, ელზა ლამბინემ შექმნა გასართობი მათთვის, ვისაც შოკოლადი უყვარს. Sweet Play არის ერთდროულად სათამაშო და ტკბილეული, რომელიც თქვენ ტვითონ უნდა "ააწყოთ".


image

"Sweet Play-ს იდეა შთამაგონა ცნობილმა ფრაზამ "საჭმლით ნუ თამაშობ!"" - ამბობს Ecole Cantonale d’art de Lausanne-ის კურსდამთავრებული.



image




Sweet Play-ს კანფეტები იწყობა ლეგოს კონსტრუქტორის პრინციპით. ჯერ ირჩევთ "საფუძველს"- რძიან, შავ ან თეთრ შოკოლადის ფილას. თითოეულ ფილას აქვს "ნაპრალი", რაშიც უნდა ჩადოთ სასურველი "გულსართი" (კარამელის, ნუგის, ვაფლის, ბისკვიტის). ფილას თავზე აქვს ადგილი "მოსართავისთვის", რაშიც ასევე არჩევანი გაქვთ თხილს, კენკრას, ჯემსა და ცუკატს შორის.


სულ ეს არის! თქვენი შოკოლადის კანფეტი მზადაა! გემრიელად მიირთვით!





0
53
3-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
53
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0