x
მეტი
  • 07.11.2024
  • სტატია:138095
  • ვიდეო:351967
  • სურათი:511834
ისტორიული ფაქტები ნაყინის შესახებ
image
























ნაყინი ალბათ ყველასთვის საყვარელი დესერტია. პირველად ნაყინი 3000 წლის წინათ ჩნდება ძველ ჩინეთში. იგი პირველად იმპერატორის მზარეულმა დაამზადა. მის შემადგნელობაში ყინულის ნატეხები, რძე და ბროწეულის მარცვლები შედიოდა.

ჩვენს წელთაღრიცხვამდე 380 წელს, მედიცინის მამამ, ჰიპოკრატემ პირველად განაცხადა, რომ ეს სასარგებლო პროდუქტი იყო. მან ურჩია ერთ-ერთ პაციენტს, რომ ეჭამა გაყინული კრემი, რომელიც მისი აზრით, მის კეთილდღეობას გააუმჯობესებდა.

კიდევ ერთი ცნობა, ჩვენს წელთაღრიცხვამდე მეოთხე საუკუნით თარიღდება. ალექსანდრე მაკედონელს ძალიან უყვარდა ნაყინი. მას უამრავი მონა ჰყავდა სპეციალურად იმისთვის, რომ მისთვის მყინვარებიდან ყინულის ნატეხები მოეტანათ.


1295 წელს, ვენეციელმა მოგზაურმა მარკო პოლომ, პირველმა ჩამოიტანა ნაყინის რეცეპტი ჩინეთიდან ევროპაში.

1850 წელს გარდაიცვალა ამერიკის 12-ე პრეზიდენტი, იმის გამო, რომ მან ბევრი ნაყინი მიირთვა. ამის შემდეგ პირველად ალაპარაკდნენ ნაყინის მავნებლობაზე.

1990 წელს უკრაინაში დაიწყო ნაყინის წარმოება ბეკონით.

2001 წელს გერმანელმა მეცნიერებმა გამოავლინეს ნაყინის სასარგებლო თვისებები. მათი თქმით, ის ხელს უწყობს ორგანიზმში სეროტონინის წარმოშობას, რომელიც გვეხმარება გავუმკლავდეთ სტრესს და დეპრესიას. ის ხსნის დაძაბულობას და დაღლილობას. გარდა ამისა, ნაღები და რძე, რომელიც ნაყინის შემადგენლობაში შედის ბუნებრივი ტრანკვილიზატორია, რომელიც გვეხმარება უძილობის თავიდან აცილებაში.

image

1
161
3-ს მოსწონს
ავტორი:nukrichanturia
nukrichanturia
161
  
2013, 25 ივნისი, 22:09
სტატია მომწონს, ნაყინზე - ვგიჟდები! :)
0 1 1