x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ვესნა ვულოვიჩი-ქალი რომელიც 10160 მეტრიდან ჩამოვარდა და გადარჩა

imageლარისა სავიცკაია-ეს გახლავთ რუსი ქალბატონი, რომელიც 1981 წელს თვითმფრინავების შეტაკების შედეგად 5200 მეტრიდან ჩამოვარდა და გადარჩა( სტატია- "სასწაულად გადარჩენილი-ლარის სავიცკაია"), ახლა გინესის კიდევ ერთ რეკორდსმენზე ვისაუბრებთ, ადამიანი, რომელიც კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მაღლიდან ჩამოვარდა და გადარჩა, ეს გახლავთ სერბიელი(მაშინ ყოფილი იუგოსლავია) ქალბატონი ვესნა ვულოვიჩი.1972 წლის 26 იანვარს ჩეხეთის ტერიტორიაზე სოფელ სერბსკა კამენიცესთან რეისი JAT 367- კოპენჰაგენი-ზაგრები 10 000 მეტრის სიმაღლეზე აფეთქდა, თვითმფრინავი DC-9-30 ნაწილებად დაიშალა(აფეთქების ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა 1974 წელს ჩეხოსლოვაკიაში გამოაქვეყნეს კომისიის დასკვნა, სადაც თვლიდნენ, რომ თვითმფრინავში ბომბი იყო.)22 წლის ვესნა სტიუარდესად მუშაობდა, იმ დღეს იგი არ უნდა გაფრენილიყო, თუმცა იძულებული გახდა შეეცვალა სხვა სტიუარდესა, რომელსაც აგრეთვე ვესნა ერქვა.კატასტროფის ადგილზე ახალგაზრდა ქალი ადგილობრივმა გლეხმა ბრუნო ჰონკემ იპოვა, კატასტროფის შემდეგ იგი 27 დღე კომაში იყო, ამის შემდეგ კიდევ 16 თვე იწვა ჰოსპიტალში, შემდეგ იგი ისევ დარჩა ავიაკომპანიაში სამუშაოდ, თუმცა უკვე არა ცაში, მას დაზიანებული ჰქონდა თავის ქალა, ფეხები და ხერხემალი, ვესნა ვულოვიჩი იუგოსლავიის ნაციონალურ გმირად ითვლებოდა, 1990-იანი წლებში იგი პოლიტიკაში გადაერთო, გამოდიოდა მილოშევიჩის რეჟიმის წინააღმდეგ, იყო სერბეთის რადიკალური პარტიის წევრი.1985 წელს იგი გინესის რეკორდების წიგნში შეიყვანეს, საპატიო ტიტული პოლ მაკარტნიმ გადასცა.2009 წელი: ახალი გარემოებები-2009 წლის იანვარში გერმანული რადიოს ARD-ს კორესპონდენტმა პეტერ ჰორნუნგ-ანდერსონმა ჩეხ ჟურნალისტ პაველ ტეინერთან ერთად გამოაქვეყნეს ჩეხეთის ავიაციის დოკუმენტები, რის მიხედვითაც შემთხვევით თვითმფრინავი ჩამოაგდო ჩეხეთის სამხედრო საჰაერო ძალებმა და იგი 10 000 მეტრზე კი არ აფეთქდა, არამედ რამდენიმე ასეული მეტრით დაშორებული მიწიდან, თუმცა დოკუმენტებში არის მოწმეების ჩვენება, რომლებიც ამბობდნენ, რომ ღრუბლებიდან დაინახეს უკვე როგორ მოფრინავდა თვითმფრინავის ნაწილები, კატასტროფის ახალმა თეორიამ დიდი კამათი გამოიწვია, ყოველ შემთხვევაში "გინესის" წარმომადგენლებმა ასეთი კომენტარი გააკეთეს:"შეიძლება Guinness-ი მოტყუებული იქნა ამ აფიორით, ისევე როგორც მთელი მასიური საინფორმაციო საშუალებები".image

6
342
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
342
  
2013, 27 ივნისი, 1:54
ბედი მქონიაო ამან უნდა თქვას:)
2013, 27 ივნისი, 1:51
მეც რომ მივფრინავდი ჰამბურგში თვითმფრინავის ფრთა ქანაობდა მეთქი მოტყდება და ეგააა :)
2013, 26 ივნისი, 21:51
მე არ მჯერა ბედის,სრო და შემთხვევის შედეგია ყველაფერი,სად და როდის აღმოჩნდები და როგორ
2013, 26 ივნისი, 21:49
ხო რა ქგ თქვი შენი ადამიანის ბედს რას გაუგებ ზოგი მასე კვდება ზოგიკი 10160 მეტრიდან ჩამოვარდნით გადარჩება: )
2013, 25 ივნისი, 18:24
ზოგი კიდე ფეხის გადაბრუნებით კვდება
მაგრად გამარტლებია
2013, 25 ივნისი, 17:51
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 6