x
image
natia.a
დოლჩესა და გაბანას პატიმრობა მიესაჯათ

imageსასამართლომ ცნობილ დიზაინერებს, დომენიკო დოლჩესა და სტეფანო გაბანას გადასახადებისგან თავის არიდების გამო 20 თვიანი პატიმრობა მიუსაჯა - იუწყება Agence France-Presse. თავად დიზაინერები ბრალდებას უარყოფენ.


პროკურატურა თითოეულისთვის 2, 5 წელიწადით თავისუფლების აღკვეთას ითხოვდა. გამოძიებით დადგინდა, რომ დოლჩემ და გაბანამ საგადასახადო ორგანოებისგან მილიარდი ევროს შემოსავალი დაფარეს. დანაშაული ჩადენილ იქნა 2004-2005 წლებში. გადასახადებისგან თავის არიდების მიზნით დიზაინერები იყენებდნენ ლუქსემბურგში დარეგისტრირებულ კომპანიას.


მოდელიორები 2011 წელსაც წარდგნენ მილანის სასამართლოს წინაშე თაღლითობისა და შემოსავლების დაფარვის ბრალდებით, მაშინ ბრალი არ დაუმტკიცდათ. ამის შემდეგ მათი საქმე გადაიხედა იტალიის უზენაეს სასამართლოში, რომელმაც, მართალია თაღლითობის მუხლი მოუხსნა, მაგრამ გადასახადებისგან თავის არიდების დანაშაული დაუმტკიცა.


image1985 წელს შექმნილი Dolce & Gabbana მსოფლიოში ცნობილი ბრენდია. მხოლოდ 2011 წელს Dolce & Gabbana-ს სამოდელო სახლმა ნახევარ მილიარდამდე ევრო გამოიმუშავა.

0
340
4-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
340
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0