x
image
natia.a
ყველაზე უცნაური სათამაშოები (ფოტოებით)
"რატომ იყო რევოლუციამდელი ბავშვი გონებაჩლუნგი?

- იმიტომ, რომ მას არ ჰქონდა სათამაშო!" :)))


ჰოდა, გადავწყვიტე ამ სტატიაში სათამაშოებზე გესაუბროთ, უფრო სწორად, მსოფლიოში ყველაზე უცნაურ სათამაშოებზე... არ ვიცი ქვემოთ წარმოდგენილი სათამაშოები რამდენად გასართობი იქნება ბავშვებისთვის, მაგრამ ბავშვის განვითარებაზე ზოგიერთი მათგანის დადებითი ეფექტი ნამდვილად კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.


თქვენ თვითონ შეფასეთ...



1. Tuttuki Bako - ციფრული შინაური ცხოველი.

image








"ტამაგოჩის" მსგავსი ციფრული კუბის ფორმის სათამაშო, რომელშიც თითის შეყოფით შეიძლება შიგ არსებული ცხოველის "დაპურება" თუ სხვა ქმედებების შესრულება.


2. რობოტი კატა.

image


Sega Toy-ს მიერ წარმოებული სათამაშო კატა, რომელსაც 5 სენსორი გააჩნია და რეაგირებს შეხებაზე: მოფერების დროს კნავის, მუცელზე ხელი გადასმისას ფეხს მაღლა წევს და ა.შ.


3. H-bouya


image


იაპონიაში წარმოებული პატარა სათამაშო ბიჭუნები, რომლებიც USB მოწყობილობით უერთდება კომპიუტერს და H კლავიშზე დაჭერისას თვალები ენთებათ.


5. მაღვიძარა - თოფი


image


ეს არის ჩვეულებრივი მაღვიძარა. მაგრამ მას შემდეგ, რაც მითითებულ დროს სიგნალი ჩაირთვება, მისი გამორთვა მხოლოდ სპეციალური თოფის სროლით შეიძლება.


6. ასაწყობი თოჯინები


image


თოჯინები, რომლებსაც კიდურები "ამპუტირებული" აქვთ და ბავშვებს შეუძლიათ "მიაბან" ისინი....


7. პარაპლუშები


image


პლუშის ცხოველების ნაკრები, რომლებიც სხვადასხვაგვარი გონებრივი აშლილობით "იტანჯებიან": კუს დეპრესია აქვს, გველს - ჰალუცინაცია, ცხვარს - პიროვნების დისოციაციური აშლილობა, ნიანგს - პარანოია, ბეგემოტი კი ისეა ჩართული პაზლის აწყობაში, რომ ირგვლივ ვერავის და ვერაფერს ამჩნევს.


ვერაფერს იტყვი, საინტერესო გასართობია! :))


8. გაჭყლეტილი კატა.


image


უბრალოდ, მანქანის მიერ გაჭყლეტილი კატის იმიტაცია... (საბრალო ბავშვები!)


9. ერვინი - ქირურგიული თოჯინა


image


თოჯინა, რომელსაც მუცელი ეხსნება და ბავშვს შეუძლია "შიგთავსი" ამოიღოს... სავარაუდოდ, ასეთი "ოპერაციის" შემდეგ თოჯინა უნდა მოკვდეს, მინიმუმ/მაქსიმუმ თვალები დახუჭოს, მაგრამ არა, "სახეზე" ეტყობა, რომ ერვინს ძალიან სიამოვნებს ეს პროცესი...


10. სეიფის მძარცველების ნაკრები


image


საინტერესოა, რაში მდგომარეობს ამ სათამაშოს იდეა? იმაში ხომ არა, რომ ბავშვი რაც შეიძლება პატარა ასაკიდან შევამზადოთ "კრიმინალური" ქმედებებისთვის? :))


11. ყულაბა-სახე


image


ყულაბა, რომელიც მონეტის ჩაგდების შემდეგ იწყებს მის "ღეჭვას".


12. Doggie Doo


imageimage














სათამაშო ძაღლი, რომელიც ყველაფერს "რეალურად" აკეთებს: ჭამს და კუჭშიც გადის.... თან ნიჩბებიც მოყვება, რათა ბავშვმა ისწავლოს შინაური ცხოველების მოვლა და მათი ნარჩენების გატანა... რას ერჩი, სათამაშოს აშკარად აქვს აღმზრდელობითი დანიშნულება: ეხმარება ბავშვს სანიმუშო მოქალაქე გახდეს! :)


13. გიგანტური მიკრობები


image


ეს არის პლუშის მიკრობები. იქნებ ამის შემდეგ მაინც დაიჯერონ ბავშვებმა მიკრობების არსებობა და ხელის დაბანის აუცილებლობა. :)


14. მოცურავე მიკრო სათამაშოები


image






























ამ სათამაშოების ერთადერთი დანიშნულება არის წყლით სავსე ჭურჭელში ჩაგდება და ყურება, როგორ დაცურავენ მასში...


15. Kaba Kick


image


ფაქტიურად "რუსული რულეტის" სათამაშო ვარიანტია... მშვენიერი გასართობია ბავშვებისთვის! :))

3
346
6-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
346
  
2017, 6 აგვისტო, 19:14
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2013, 22 ივლისი, 15:27
დიდი მადლობა.
2013, 22 ივლისი, 15:21
კარგი სტატიაა...
0 1 3