ბრაზილიაში გამოიგონეს ჭიქა, რომელიც მაგიდაზე ვერ ჩერდება თუ მის ქვეშ მობილური ტელეფონი არ იქნა შედგმული.
ამ გამოგონების მიზანია ის, რომ კაფეებსა და ბარებში შესულმა მომხმარებლებმა მეტი დრო დაუთმონ ერთმანეთთან ურთიერთობას და აღარ იყვნენ დაკავებული სატელეფონო მიმოწერით.
"offline ჭიქა" შეიმუშავეს ადგილობრივი სარეკლამო სააგენტოს თანამშრომლებმა. ცოტა ხნის წინ მისი წარდგენა მოხდა სან-პაულოს ერთ-ერთ ბარში. ავტორები ამ უცნაურ ჭიქაზე დიდ იმედებს ამყარებენ და ფიქრობენ, რომ მომხმარებელს მოეწონება.
"ბარში შემოსული ადამიანები უნდა მოწყდნენ ონლაინ სამყაროს და თუნდაც ორიოდე საათი დაუთმონ ახლობლებთან რეალურ ურთიერთობას, " - განაცხადა სარეკლამო სააგენტოს თანამფლობელმა, ვანდერლეი რომანომ.