x
image
natia.a
ტბა, რომელშიც წყლის მაგივრად მელანია
image


ეს უნიკალური ბუნებრივი ფენომენი მდებარეობს ალჟირში, ქალაქ სიდი-ბელ-აბესის მახლობლად. ამ ტბაში არც თევზებია და არც მცენარეები, რადგან მელანი, რომლითაც იგი არის სავსე, მომწამვლელია ცოცხალი ორგანიზმებისთვის და მხოლოდ და მხოლოდ საწერად გამოიყენება.


მელნის ტბის ფენომენი მეცნიერებისთვის დიდი ხნის მანძილზე გამოცანად რჩებოდა. მხოლოდ ახლახანს აეხადა ფარდა იმ ფაქტს, თუ როგორ აღმოჩნდა მასში წყლის მაგივრად მელანი. აღმოჩნდა, რომ ამ ტბაში ორი მდინარე ჩაედინება. ერთი მათგანი დიდი რაოდენობით რკინის მარილებს შეიცავს; მეორეში კი არის ტორფული ჭაობებიდან წამოღებული სხვადასხვაგვარი ორგანული ნაერთი. ამ წყლების ურთიერთშერევის დროს ხდება ქიმიური რეაქციები, რის შედეგადაც წარმოქმნება მელანი.


image




ადგილობრივ მოსახლეობაში მელნის ტბის შესახებ ლეგენდებიც დადის. ბევრს იგი ეშმაკის ადგილად მიაჩნია და ყველანაირად ერიდება ახლოს მისვლას. მას ხშირად ეძახიან "სამელნეს", "ეშმაკის თვალს", "შავ ტბას".

6
314
4-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
314
  
2013, 25 ივნისი, 0:45
შIმართლე და საოცრება
2013, 22 ივნისი, 15:12
კარგი სტატიაა... თუ რათქმაუნდა სიმართლეა
2013, 21 ივნისი, 23:03
TERRA INCOGNITA - энциклопедия непознанного и сверхъестественного

ასე ქვია საიტს, საიდანაც ავიღე. ბმულს ვერ ვდებ. სხვა საიტებზეც ვნახე.
2013, 21 ივნისი, 22:49
უბრალოდ სიდი-ბელ-აბესის პროვინცია არსებობს ალჟირში, ქალაქი არაა ეგ. მაგ პროვინციაში კი რამდენადაც ჩემთვის ცნობილია ერთადერთი ტბა არის, რომელსაც Lac Sidi Mohamed Benali სახელითაა ცნობილი. ეშმაკის ტბას რაც შეეხება ამერიკაში, ჩრდილეოთ დაკოტაშია, ხოლო შავი ტბა კვებეკშია კანადაში. ტბა რომელშიც მელანია ასეთი არ მსმენია და იმიტომ დავინტერესდი ამ სტატიის წყაროთი.
2013, 21 ივნისი, 22:45
კი, ნამდვილად ასე ეწერა. რომ გამიკვირდა იმიტომ ვთარგმნე :) შემიძლია ბმულის დადება, მაგრამ ალბათ არ მაქვს ამის უფლება...
2013, 21 ივნისი, 22:22
დარწმუნებული ხარ რომ ეს სტატია საიდანაც თარგმნე იქ ასე ეწერა?
0 1 6