სიახლეები მომავლის ავტომობილები - Audi TT, Audi A5, Audi A9 2013, 21 ივნისი, 10:33 სტატიაში შემოგთავაზებთ საკმაოდ ცნობილი ავტომწარმოებლის, Audi-ის მიერ შემოთავაზებული მომავლის ავტომობილების ფოტოებს მცირეოდენი აღწერით.
![]() ესენი გახლავთ 2015 წლის Audi TT, 2016 წლის Audi A5 და 2018 წლის მოდელი Audi A9. კომპანია Audi ცდილობს თავისი ადგილი დაიმკვიდროს მსოფლიოს მოწინავე საავტომობილო ფირმებს შორის, BMW-სა და Mercedes-Benz-ის გვერდით. ამისთვის იგი აპირებს მომავლის ავტომობილების წარმოებას. ეს ავტომობილები იქნებიან მესამე თაობის TT, მეორე თაობის A5 და ყველა დროის ყველაზე კომფორტული მოდელი, რომელსაც A9-ს უწოდებენ. ![]() ამ სამი ჩამოთვლილი მოდელიდან პირველი იქნება TT. იგი პირველად ფრანკფურტის ავტოშოუზე გამოჩნდა 1995 წელს. მესამე თაობის TT-ს წარმოებას კომპანია Audi 2014 წლის ბოლოს და 2015 წლის დასაწყისში აპირებს. როგორც მწარმოებლები გვპირდებიან, ეს იქნება ერთერთი ყველაზე ორიგინალური 2015 წლის მოდელი. როგორც იგეგმება, მისი ძრავის მოცულობა იქნება V4 2.0, რომლის სიმძლავრეც 300 ცხენის ძალა იქნება. იგეგმება ასევე TT RS-ის წარმოებაც, რომლის სიმძლავრეც 380 ცხენის ძალამდე იქნება. როგორც ძველ მოდელებს ახასიათებდა, ესენიც Quattro სტილის იქნებიან, ანუ წამყვანი თვლები ექნება ყველა. ![]() შემდეგი მოდელი იქნება A5, რომელიც A4, A5, Q5, A6, A7 და A8 მოდელების იდეალური შერწყმის შედეგი იქნება. A5 იქნება კუპეც, კაბრიოლეტიც, S-იც და RS სტილიც. ასევე მრავალფეროვანი იქნება მათი ძრავებიც - 4 ცილინდრიანი, 6 ცილინდრიანი და 8 ცილინდრიანი. სავარაუდოდ A5 მოდელი იქნება ჰიბრიდულიც. იგეგმება A5 ელექტრომობილის წარმოებაც. ![]() მოდელი A9 იქნება სპორტული A7-ისა და კლასიკური A8-ს დახვეწილი ნაზავი. ავტომობილი იქნება "ყველგანმავალი", რის გამოც ჯერ კიდევ დაუზუსტებელია ავტომობილი A9 იქნება თუ Q9, მაგრამ მეტი ვარაუდით ეს საოცარი მომავლის ავტომობილი A9 მოდელის სახელით გაეცნობა მსოფლიოს. კომპანია Audi-ის წარმომადგენლები იმედს გამოთქვამენ, რომ მათი მოდელები ბევრად უფრო დიდ პოპულარობას მოიპოვებენ, ვიდრე სხვა ავტომწარმოებლების. 56 14-ს მოსწონს
|