სხვა ფრთხილად, ნიგოზი ყალბია! 2013, 20 ივნისი, 12:27 China Daily-ის ინფორმაციით, ჩინეთის პოლიცია იძიებს საქმეს, რომელიც, არც მეტი არც ნაკლები, ნიგვზის გაყალბებას ეხება. ქალაქ გუანჩოუსა და კიდევ რამდენიმე ქალაქის ბაზრებში დაფიქსირდა ყალბი ნოგვზის გაყიდვის შემთხვევები, რამაც ჩინეთში უკვე მასიური სახე მიიღო.
როგორც პოლიცია აცხადებს, ყველაფერი დაიწყო იქიდან, რომ 18 თებერვალს ხანშიშესულმა ქალაბატონმა 2 კილოგამი ნიგოზი იყიდა ქუჩის მოვაჭრისგან, საბაზრო ფასზე ორჯერ ნაკლებად. აღმოჩნდა, რომ ყალბი ნიგოზი დამზადებული იყო ჩვეულებრივი ნიგვზის ნაჭუჭში ჩადებული ცემენტისგან, რომელიც თავის მხრივ შეხვეული იყო ქაღალდის ნაგლეჯში. ამგვარი შეფუთვა საჭირო იყო, რათა თავიდან აეცილებინათ ნაჭუჭში ცემენტის "რაკუნი". 548 4-ს მოსწონს 4-ს არა
|