კინო ჯონი დეპი ცალი თვალით დაბრმავდა 2013, 20 ივნისი, 9:20 ჰოლივუდის მსახიობმა ჯონი დეპმა აღიარა, რომ სერიოზული პრობლემები აქვს მხედველობასთან, იგი ცალი თვალით ფაქტიურად დაბრმავდა.მეორე თვალის გამოკვლევის შემდეგ მას ახლომხედველობა დაუდგინდა იუწყება The Times of India." მე ძალიან, ძალიან ბუნდოვნად ვხედავ და არასდროს არ გამოვირჩეოდი კარგი მხედველობით"-აღიარა მსახიობმა.50 წლის მსახიობი ბოლო წლები სულ სამკურნალო სათვალით დადის, მსუბუქად ტონირებულ ფერის შუშებით.ჯონი დეპმა აგრეთვე განაცხადა, რომ ძალიან უჭირს უსათვალო პერსონაჟის როლის თამაში, რადგან იგი მხოლოდ რამდენიმე სანტიმეტრის დაშორებით ხედავს.მსახიობი უკვე იმაზე ფიქრობს, რომ მიატოვოს სამსახიობო კარიერა:" მე ვფიქრობ, რომ მაქვს შესაძლებლობა, სურვილი და შემოქმედებითი ნაპერწკალი, რომ უნდა ვაკეთო ის, რითაც ვარ ახლა დაკავებული, მაგრამ განსაზღვრულ მომენტში ამ ყველაფერს წერტილი უნდა დავუსვა და ვიცხოვრო უბრალოდ ჩემი ცხოვრებით".ჯონი დეპი სამგზის ოსკაროსანია, "ოქროს გლობუსის" ლაურეატი, იგი 2012 წელს შეყვანილი იქნა გინესის რეკორდების წიგნში როგორც ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი, მან ერთ წელიწადში 75 მილიონი$ გამოიმუშავა. 87 4-ს მოსწონს
|