პროზა "მდიდარი" საქმრო 2013, 20 ივნისი, 1:45 მაშინ 21 წლის გასათხოვარი გოგო ვიყავი, არ ვტრაბახობ მაგრამ ჩემი სილამაზის წყალობით უამრავი თაყვანისმცემელი მყავდა, მახსოვს ვიღაც პროკურორის შვილს მირიგებდნენ მშობლები რადგან დიდი სიმდიდრის პატრონი იყო, რომელიც არ მომწონდა, საერთოდ და არც ვაგდებდი რამედ. ყველაზე ნაკლები შანსი იმათ ქონდათ, რომლებიც ჩემი მშობლების ან ნათესავების მხრიდან ცდილობდნენ ჩემი გულის მოგებას, ერთი ფულიანი პაკლონიკი თვალებს არ უჯერებდა, როცა მისი მორთმეული უზარმაზარი ვარდების თაიგული ნაკუწებად ვაქციე, სულ დაიბნა საწყალი რომელიც ბიცოლაჩემის სიტყვით პირიქით ჩემ აღფრთოვანებას ელოდა. სიმართლე რომ ვთქვა ნამდვილად თავში მქონდა ავარდნილი და ერთხელაც უნივერსიტეტში მორიგი უმსგავსობა ჩავიდინე. ჩემი პარალელურ ჯგუფელს სახელად ბესოს(მდიდარ და გავლენიან ოჯახის შვილს) ძალიან უყვარდი, სულ უკან დამდევდა რასაც ვეტყოდი მისრულებდა და საჩუქრებით მავსებდა. იმ დღეს სამაჯური მაჩუქა, დიდის ამბით გამოვართვი და ჩემ თანაკურსელს მივეცი. ძალიან შეწუხდა ბესო მაგრამ თქმით არაფერი უთქვამს, შეტრიალდა და უხმოდ გამცილდა. მეორე დრეს ჩვენ ჯქუფში ძალიან სიმპატიურმა ბიჭმა შემოყო თავი და ლექტორს მიესალმა, მანაც უთხრა დერეფანში დამელოდეო. გოგოები მის დანახვაზე სულ დადნენ, წავიდა ჩურჩული “არა მე შემომხედა არა მეო” ჩანთიდან “ კოსმეტიკა” ამოალაგეს ვინ პომადას ისმევდა, ვინ თმებს ისწორებდა, ვინ თვალებს იხატავდა. ის ბიჭი დერეფანში იდგა და დასვენებაზე ხომ უნდა ყველა თავისებურად გაპრანჭვოდა. ლექცია დამთავრდა თუ არა გარეთ გამოვედით, უცხო ბიჭი ლექტორს ელაპარაკა მერე შემოტრიალდა და პირდაპირ ჩემსკენ წამოვიდა, კურსელი გოგოები სულ გულზე დასკდნენ როცა რექტორის კაბინეტის ჩვენება მთხოვა, მეც დავთანხმდი. სანამ მესამე სართულზე ავიყვანდი ერთმანეთი გავიცნეთ, მას ლაშა ერქვა და იქვე უნივერსიტეტთან ცხოვრობდა. ერთი შეხედვით ძალიან მომეწონა, მანამდე არავინ მაინტერესებდა ისე რომ ვინაობა პირველს მეკითხოს, პირიქით სულ ისინი იჩენდნენ ინიციატივას. ჩვენი საუბარი მოკლე გამოდგა, კაბინეტთან მადლობა მომიხადა და უკან წამოვედი. მეორე დღეს უნივერსიტეტის ეზოში დამხვდა, ცოტა ვილაპარაკეთ და მერე ჩემ დაქალთან ერთად კაფეში დამპატიჟა რაზეც უხვეწნელად დავთანხმდი. ლაშა კარგი მოსაუბრე გამოდგა, ბევრი გვაცინა და გვამხიარულა ორივე, შემდეგ სახლამდე მიგვაცილა. ასე დაიწყო ჩვენი ურთიერთობა, იმის მერე სულ მაკითხავდა, ხან ყვავილებს მჩუქნიდა ხან კაფეში დავყავდი, ბევრს ვსეირნობდით, მახსოვს მთაწმინდაზე გალაქტიონის ლექსი წამიკითხა თან ისე მხატრულად ისეთი მონდომებით რომ გული ამიჩუყდა და კინაღამ ვაკოცე. სხვადასხვა ძვირადღირებული მანქანებით მოდიოდა და იდგა კარებთან სანამ მე ლექციებს მოვრჩებოდი, ფული სულ ქონდა და ყველაფერს მყიდულობდა რაც უნებლიედ მომეწონებოდა, როცა ვკითხე ეს ყვალაფერი საიდან გაქვსო, მიპასუხა “ხილი იხილე და მებაღეს რას კითხულობ”ო. მეც არ ვკითხულობდი საიდუმლოებით მოცულ “მებაღეს” და უბრალოდ მივყვებოდი დინებას, რადგან მასთან ერთად თავს შესანიშნავად ვგრძნობდი. მოკლედ სულ ცოტა ხანში ისე შემიყვარდა, რომ უიმისოდ ერთ დღესაც ვეღარ ვძლებდი, ისიც ყურადღებას არ მაკლებდა, ყოველ წუთს მიმეორებდა მიყვარხარო, ძალიან მეძვირფასებიო ამ დროს უბედნიერესი ადამიანი ვიყავი. ამ ყველაფრიდან სამი თვის შემდეგ გადავწყვიტეთ ოჯახი შეგვექმნა. გადავწყიტეთ და სულ მალე აღვასრულეთ კიდეც. ჯვარი სვეტიცხოველში დავიწერეთ, ქორწილში უამრავი ხალხი მოვიდა მთელი ჩემი ნათესავები, მეგობრები კურსელები მეზობლები ყველა იქ იყო, მისგანაც ბევრი ხალხი მოვიდა, ოღონდ სულ ახალგაზდები. გაოცებულმა ვკითხე: 175 4-ს მოსწონს
|