ჰოლანდიური კომპანია Nedap-ის მიერ შემუშავებულ იქნა სპეციალური მოწყობილობა Tweet mirror - სარკე, რომელშიც ჩადგმულია HD-კამერა. მისი საშუალებით მაღაზიაში ტანსაცმლის მორგების დროს შესაძლებელია სურათების გადაღება და მათი ავტომატური ატვირთვა სოციალურ ქსელებში, ფეისბუქსა და ტვიტერში. ამგვარად კლიენტს შეუძლია პროდუქციის შერჩევის დროს ნაცნობ-მეგობრებთან კონსულტაცია. სურათების ატვირთვის შემდეგ მეგობრებისგან კომენტარების მიღება ხდება სმს-ის საშუალებით.
![მოიზომეთ ტანსაცმელი პირდაპირ facebook-ში! image](http://server2.intermedia.ge/article_images/small/201306/2013061823095246204.jpg)
Tweet mirror-ი ტანსაცმლის შესარჩევად შეიძლება სოციალური ქსელებისგან დამოუკიდებლადაც იქნას გამოყენებული: კაბინაში სხვადასხვა მოდელის მორგების დროს შეგიძლიათ გადაიღოთ განსხვავებული რაკურსით სურათები, გადაათვალიეროთ და თქვენ თვითონ გადაწყვიტოთ რომელი მოდელი უფრო გიხდებათ.
Nedap-ის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ Tweet mirror-ის შექმნის იდეა მოუვიდა კომპანიის ერთ-ერთ ინჟინერს, რომელმაც საკუთარი თვალით ნახა, თავისი საცოლე როგორ ირგებდა საქორწილო კაბებს, იღებდა სურათებს, რათა შემდეგ მეგობრებისთვის ეჩვენებინა და რჩევა ეკითხა.