პროზა 'მოღალატე" ცოლი. 2013, 18 ივნისი, 20:30 მე და ჩემს მეუღლეს ბავშობიდან გვიყვარდა ერთმანეთი, ის გვერდით კორპუსში ცხოვრობდა და თითქმის ყოველ დღე ერთად ვიყავით. დაქორწინების შემდეგაც გაგრძელდა ეს სიყვარული და სიმართლე გითხრათ ძალიანაც ბედნიერები ვართ, რადგან უკვე 9 წელია რაც ოჯახი შევქმენით და არ მახსოვს ერთი ხმამაღალი სიტყვა გვეთქვას ერთმანეთზე. მიუხედავად იმისა რომ პროფეესიით მფრინავი ვარ და როგორც ყველა ამ პროფეესის ადამიანი ხშირად დიდი ხნით მიწევს ოჯახობის დატოვება, ჩემს ლამაზ ცოლში ერთხელაც არ შემპარვია ეჭვი. მოკლედ ამ ერთი კვირის უკან მე და ჩემი მეგობარი (ისიც მფრინავი) აეროპორტში რიგგარეშედ გამოგვიძახეს. როგორც ყოველთვის პატარა ჩანთა გავამზადე და სახლიდან ადრიანად გავედი, ჯერ ჩემს მეგობარს შეუარე, იქედან კი ორივე აეროპორტში მივედით. სამი სათის ლოდინის მერე მოგვიბოდიშეს გაუგებრობა მოხდა და სახლში მიბრძანდითო. უკან მობრუნებულებმა გადავწყვიტეთ დაგველია და იქვე მყოფ დუქანში შევედით. საღამომდე იქ ვიყავი და კაი შეზარხოშებული წამოვედი სახლში. როცა სადარბაზოსთან მოვედი, ვხედავ სახლიდან შუქი არ ანათებს, ძალიან მეუცნაურა ეს ამბავი, სირბილით ავიარე კიბები, კარები ფრთხილად გავაღე და ჩუმად შევიპარე სახლში. ახლა კი მივხვდი რაშიც იყო საქმე, რადგან სპალნიდან ისეთი ვნებიანი ხმები გამოდიოდა და ისეთი სიხშირით რომ აქ გასარკვევი ან სავარაუდო აღარაფერი იყო. ელდა მეცა, ნერვიულობისგან კანკალი დავიწყე და რატომღაც კუხნაში შევარდი, თაროების გამოღება არც მიცდია ვიფიქრე არ გაიგონთქო და იქვე დაკიდებილი ხელიან ტაფას დავწვდი. ფეხაკრეფით მივედი საძინებელთან, მხარით თითქმის ჩამოვაგდე კარები და გიჟივით შევარდი, არც მიკითხავს რამე, არც გამირჩევია, ორივეს დავცხე და დავცხე, მერე ტაფა იქვე დავაგდე და სახლიდან გავარდი, თითქოს ვიგუდებოდი და ჰაერი არ მყოფნიდა. მაშინვე ვიფიქრე ახლავე ჩემს სიმამრთან მივსულიყავი და წამომეყვანა, მინდოდა თვითონ ენახა თავისი გოგოს უზნეობა. როგორ უკვე ვთქვი გვერდით კორპუსში ცხოვრობდნენ ჩემი მოყვერები. გამწარებული ვაკაკუნებ კარებზე, ვფიქრობ როგორც კი გააღებენ უნდა მივახალო მთელი ბოღმათქო, რომ უცებ კარები იღება და შიგნიდან ჩემი ცოლი გამოდის. თვალებს არ უჯერებ და ვდგავარ ყბაჩამოვარდნილი სანამ სიმამრიც არ გამოდის და მეკითხება, ხო კარგად ხარ მოხდა რამეო? მეც აუხსენი თუ რატო ვიყავი ასეთ მდგომარეობაში, რაზეც ერთი დაიყვირეს “საწყალი” ეკაოო. ეკა ჩემი ცოლის და იყო, ის ერთი კვირის უკან გათხოვდა და მშობლებთან მოსულა სტუმრად მეუღლესთან ერთად. ჩემ უდანაშაოლო ცოლს კი სახლი დაუთმია აქ მარტონი უკეთესად იქნებიანო. როცა ყველანი უკანვე დავბრუნდით ჩემს სახლში, ორივე თავ გახეტქილი დაგვხვდა, ამას ვინ ჩიოდა მადლობა უფალს რომ ცოცხლები იყვნენ. რახან ასე დამთავრდა ყველაფერი რაღას დავეძებდი, ყველანი რესტორანში გავაქანე და მთელი ღამე არაფერი მომიკლია დაზარალებული წყვილისთვის. 237 4-ს მოსწონს
|