ტექნიკური Apple-მა სამ დღეში სამი მილიონი iPad3-ი გაყიდა 2012, 20 მარტი, 18:34 ამერიკული ტექნოლოგიების გიგანტმა Apple-მა სამი დღის განმალობაში მესამე თაობის სამი მილიონი iPad-ი გაყიდა. კომპანიამ გაყიდვების პირველი მონაცემები, პროდუქტის ბაზარზე ჩაშვებიდან, 19 მარტის შედეგების შეჯამებით გამოაქვეყნა. აღსანიშნავია, ის რომ პლანშეტები მხოლოდ რამდენიმე ქვეყნის მაღაზიებშია წარმოდგენილი. "ახალი iPad -ეს არის ბლოგპასტერი. გაყიდულია სამი მილიონი ერთეული", - განაცხადა Apple-ის ვიცე- პრეზიდენტმა ფილიპ შილერმა და დასძინა, რომ საუბარია ბაზარზე ყველაზე წარმატებული ახალი პროდუქტის ჩაშვებაზე, რომლის მსგავსიც ახალი თაობის არცერთ iPad-ს ჯერ არ მიუღწევია. სენსაციური ახალი iPad3-ის მასობრივი გაყიდვები 17 მარტიდან რამდენიმე ქვეყნაში დაიწყო, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატები, ავსტრალია, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, ჰონკონგი, კანადა, სინგაპური, საფრანგეთი, შვეიცარია, იაპონია. 23 მარტიდან მესამე თაობის iPad-ი მსოფლიოის ოცი ქვეყანაში გაიყიდება. 22 1-ს მოსწონს
|