x
image
K.P.
საქართველოს პრეზიდენტის სკანდალური სასიყვარულო სამკუთხედი, მიბაძავს თუ არა სააკაშვილი პუტინს ცოლთან დაშორებაში?
imageმიხეილ სააკაშვილი და მისი პირადი ცხოვრება კიდევ ერთხელ მოექცა ჟურნალ "რეიტინგის" ყურადღების ცენტრში. სოფო ნიჟარაძის სახალხო მუქარამაც ვერ გაჭრა, მისი პირადი ცხოვრებაც განხილვის საგანია. ჟურნალთან ინტერვიუში ანდრო ხიდირბეგიშვილმა, (ეს სახელი და გვარი ჩემთვის ნამდვილად არაფრის მთქმელია, მაგრამ მისმა სკანდალურმა განცხადებამ მიიპყრო ჩემი ყურადღება) "საქინფორმის" დირექტორმა ისაუბრა პრეზიდენტის პიროვნებასა და მის სასიყვარულო სამკუთხედზე. დავიწყოთ იქედადან, რომ ბატონი ანდრო საქართველოს პრეზიდენტს ძალიან განათლებულ ადამიანად სულაც არ თვლის, სამაგიეროდ აღიარებს, რომ ის ძალიან კომუნიკაბელურია და ენებშიც უდავოდ ნიჭიერია: "საბოლოო ჯამში სულ რაღაც ერთი წელი სწავლობდა ევროპასა თუ ამერიკაში, თან იმავდროულად ბიბლიოთეკაში სანდრას სიყვარულს უხსნიდა და სწავლა როდის მოასწრო?! imageმან მთელი განათლება საბჭოთა სკოლასა და კიევის უნივერსიტეტში მიიღო. ენებში უდავოდ ნიჭიერია, თორემ რეალურად სიცარიელეა, ფუტლიარი!" როგორც ჩანს ბატონი ანდრო პრეზიდენტის პირად ცხოვრებაშიც კარგად ჩახედულია, პირველი პირის გაკრიტიკებას არ ერიდება და თამამად გვიამბობს: "სოფო
ნიჟარაძე რომ მოიყვანო ცოლად, რა არის ამაში სკანდალური? თუ კაცია, აუცილებლად მოიყვანს, თანაც, ის ხომ პუტინს ყველაფერში ჰბაძავს: ჰაერში-თვითმფრინავის მართვაში, წყალში-ყვინთაობაში, ხომ გახსოვთ, აკვალანგით რომ ჩავიდა და კინაღამ დაიხრჩო?! მოიყვანოს, თუ მანამდე პუტინმა მის მიმართ თავისი დანაპირები არ შეასრულა (იცინის). imageმაგრამ ამ ლამაზი გოგოს ქმრობაც მიშასთვის, პირველ რიგში, პიარსვლა იქნება, თანაც სანდრასთან ნორმალური ურთიერთობა რომ დიდი ხანია არ აქვს, ამას მთელი საქართველო ხედავს. სანდრა მარტო იმისთვის სჭირდებოდა, რამე რომ მომხდარიყო, ჰოლანდიაში გაქცეულიყო და იქ პოლიტიკური თავშესაფარი მიეღო. მთელი ეს წლები სანდრა მის ქარაფშუტობას შეძლებისდაგვარად აბალანსებდა. ახლა აღარ სჭირდება, რადგან ამერიკაში ბოლო ვიზიტის დროს მისცეს უსაფრთხოებისა და თავშესაფრის გარანტიები". image

პრეზიდენტი და სოფო ნიჟარაძე პირველად როდი მოექცნენ ჟურნალ "რეიტინგის" ყურადღების ცენტრში, ისინი არაერთი სკანდალური სტატიის გმირები არიან. "აქამდე ხმას არ ვიღებდი, თავს გავიდნენ მსგავსი ჟურნალები, სრულიად სიცრუეს ავრცელებენ და ეს სიცრუე გახდა მათი უმთავრესი საშუალება ჟურნალის გასაყიდად. მე მაქვს ჩემი სიმართლე და სწორედ ამ სიმართლის დასამტკიცებლად მივდივარ სასამართლოში", - განაცხადა მომღერალმა, თუმცა სარჩელი ჯერაც არ შეუტანია. image

გამიგია ენას ძვალი არ ააქვსო, მაგრამ ისიც მსმენია კვამლი უცეცხლოდ არ ჩნდებაო... დრო გავა და ალბათ ყველაფერი გაირკვევა... image



image

2
700
6-ს მოსწონს
4-ს არა
ავტორი:K.P.
K.P.
700
  
2013, 21 აგვისტო, 14:39
გეთანხმები !!
2013, 19 ივნისი, 16:30
რა საყვარელი და რა ტრიუვოლნიკი ჭორებს ნუუ ავრცელებთ მიშა არის პატრიოტი და პატიოსანი კაცი!
0 1 2