სხვა გაუფრთხილდით შოკოლადს!!! 2013, 18 ივნისი, 12:48
მეცნიერებს თუ დავუჯერებთ, დიდია ალბათობა, რომ დაახლოებით 20 წლის შემდეგ შოკოლადი ისეთივე დელიკატესად იქცეს, როგორიც დღეს ხიზილალაა. ეს უგემრიელესი პროდუქტი იმდენად იშვიათი გახდება, რომ ძალიან ცოტას ექნება მისი შეძენის საშუალება.
ეს ამბავი განსაკუთრებით დამღუპველია ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიც არის, მაგალითად განა, რომლის ეკონომიკის ძირითადი ნაწილი სწორედ შოკოლადის, უფრო ზუსტად კი კაკაოს (შოკოლადის ძირითადი შემადგენელი ინგრედიენტი) იმპორტზე მოდის. კაკაოს ხის ამგვარი დეფიციტის ერთ-ერთი მიზეზი ნიადაგის არარაციონალური გამოყენებაა. ამას გარდა, როგორც ცნობილია, ეს მცენარე იზრდება მაღალი ტენიანობის ტროპიკულ ტყეებში, რომლებიც სულ უფრო მცირდება გვალვებისა და ვანდალური ჩეხვის გამო. "შოკოლადის ხეების" ამგვარი შემცირებით დასავლეთ აფრიკაში უკვე შეშფოთებული არიან არა მხოლოდ მეწარმეები, არამედ გარემოს დამცავი ორგანიზაციებიც. ასე რომ, შოკოლადის მოყვარულებო, გაუფრთხილდით ბუნებას! 64 1-ს მოსწონს
|