სხვა საიდან მოდის ცნობილი ბრენდების სახელწოდებები 2013, 17 ივნისი, 14:23 სტატიაში წარმოდგენილია ყველასათვის კარგად ცნობილი ბრენდები და მათი სახელწოდებების წარმოშობის მოკლე ისტორიები.
1. ცნობილი იაპონური ფირმის, "Nintendo"-ს სახელწოდება მომდინარეობს იაპონური სახელიდან "Nintendou", რაც შემდეგნაირად იშიფრება: Nin - მინდობილი; ten-dou - ზეცა. 2. საკვირველია, მაგრამ საყოველთაოდ ცნობილ სასმელის, პეპსის სახელწოდება საჭმლის მომნელებელი ფერმენტის, პეპსინის სახელიდან მომდინარეობს. 3. სონის სახელწოდებას საფუძვლად უდევს ლათინური სიტყვა "sonus" - ბგერა. 4. კომპანია "ადიდასის" სახელწოდება მომდინარეობს მისი დამაარსებლის, ადოლფ დასლერის ზედმეტსახელიდან - ადი. ადოლფის ძმამ, რულოფმაც, იგივე რუდიმ, ასევე შექმნა კომპანია, რომელსაც "რუდა" უწოდა. მოგვიანებით ამ კომპანიამ სახელწოდება შეიცვალა და საყოველთაოდ ცნობილ ბრენდად, "პუმად" იქცა. 5. ყველასთვის კარგად ცნობილი კომპანია "ნოკია" თავდაპირველად ფინეთის ქალაქ ნოკიას შემოგარენში მდებარე ქაღალდის გადამამუშავებელი საწარმო იყო. 6. Adobe-ის შემქმნელის, ჯონ უარნოკის მამულში ჩამოედინება ნაკადული Adobe Creek, რაც დაედო საფუძვლად ბრენდის სახელწოდებას. 7. Reebok-ის სახელწოდების შერჩევისას კოპანიის მესვეურებისთვის შთაგონების წყარო გახდა სამხრეთ აფრიკაში მცხოვრები ანტილოპა, Rhebok-ი. 8. კოკა-კოლას სახელწოდება მომდინარეობს ორი მთავარი ინგრდიენტის - კოკაინის ფოთლებისა და კოლას თხილისგან, რომლებიც შედიოდა მის თავდაპირველ რეცეპტში. 9. amazon.com-ის სახელწოდება მომდინარეობს მსოფლიოში ყველაზე წყალუხვი მდინარის, ამაზონის სახელიდან, რომელიც სამხრეთ ამერიკაში მდებარეობს. ამასთანავე, Amazon-ის სახელწოდების იდეა მასში არსებული ასოების თამაშშიც მდგომარეობს: აქ მყიდველს შეუძლია იპოვოს ყველაფერი, a-დან z-მდე. 10. რამდენადაც ამ კომპანიის მფლობელი იყო Echo Bay Technology Group, მისთვის უნდოდათ დაერქმიათ, echobay. მაგრამ აღმოჩნდა, რომ დომენს EchoBay.com უკვე ყავდა სხვა მფლობელი, ამიტომ ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა სახელწოდება შეემოკლებინა. 11. Volkswagen-ის სახელწოდება გერმანულად იშიფრება, როგორც "ხალხის მანქანა". 12. კომპანია "იკეას" სახელწოდების პირველი ორი ასო წარმოადგენს მისი შემქმნელის, ინგვარ კამპრადის (Ingvar Kamprad) ინიციალებს, შემდეგ კი მოდის იმ ადგილის სახელწოდების პირველი ასოები, სადაც ინგვარი დაიბადა და გაიზარდა: Elmtaryd Agunnaryd, რომელიც შვედეთში მდებარეობს. 13. კორეულად სიტყვა kia ნიშნავს "აზიიდან მომდინარეს". 14. lego არის აბრევიაცია დანიური ფრაზის leg godt, რაც ნიშნავს "კარგად თამაშს". 91 5-ს მოსწონს
|