შოუბიზნესი თურმე რა ხდება - პიკანტური ისტორიები ვარსკვლავების ცხოვრებაში 2013, 15 ივნისი, 23:00
"ქერათმიანი ადვოკატი" ანუ მსახიობი რიზ ვიზერსპუნუ ჩემი ფავორიტი სელებრითია ჰოლივუდელ ლამაზმანებს შორის. თუმცა კაცმა რომ თქვას და კარგად დააკვირდეთ ამ ქალს თითქოს არაფერი აქვს ისეთი რომ წოდება "ლამაზმანს" იმსახურებდეს. სიმაღლეზე რომ არაფერი ვთქვა ( ვიზერსპუნი ტანმორჩილი ქალების რიცხვს განეკუთვნება) წინ წამოწეული ქვედა ყბა, მეჩხერი კბილები, საკმაოდ გამობურცული თეძოები და მომხიბვლელი ღიპი ( რომელიც ალბათ მსუნაგობის შედეგია) - მოკლედ მთელი კომპლექტი. მაგრამ რიზი ჩემს აღფრთოვანებას სწორედ იმის გამო იმსახურებს რომ იგი საკუთარ ნაკლს ყოველთვის ოსტატურად მალავს და ცდილობს მხოლოდ საუკეთესო წარმოაჩინოს რაც კი გარეგნობაში გააჩნია. მაგალითად ლამაზი ფეხები, ქერა თმა და ღიმილი რომელიც ასე ძალიან უხდება.
ამასთან ერთად მან მესამე შვილის პატარა ტენესის დაბადების შემდეგ აკრეფილ კილოგრამებსაც შესანიშნავად გაართვა თავი და დღეს 37 წლის ვარსკვლავი თინეიჯერივით გამოიყურება. თუმცა ვიზერსპუნის თავსაც ხდება ზოგჯერ გაუთვალისწინებელი ლაფსუსები. ასე მაგალითად რამოდენიმე დღის წინ, როცა იგი თავს იწონებდა მოკლე კაბით და ულამაზესი იმიჯით, ქუჩაში მშვიდად მოსეირნეს ქარმა აფსოლუტურად დაუკითხავად აუწია კაბა. შედეგი თავად შეგიძლიათ ფოტოზე იხილოთ. თუმცა თავად ვიზერსპუნი რისი მსახიობია, უხერხული მომენტიდან გამოძვრომა რომ გასჭირვებოდა. მან მხიარულად გაუღიმა ჩასაფრებულ პაპარაცებს, რომლებმაც მის თავს გადახდენილი პიკანტური ისტორია წამის უსწრაფესად აღბეჭდეს ფირზე და გზა უდარდელად გააგრძელა. 2676 7-ს მოსწონს
|