საზოგადოება რას საქმიანობს ეკრანსჩამოშორებული სოფო ნიჟარაძე? (+სოფოს ახალი კლიპი) 2013, 15 ივნისი, 18:49 მას შემდეგ, რაც "ნაციონალური მოძრაობა" ოპოზიციაში გადაბარგდა სოფო ნიჟარაძესაც ნაკლებად ვხედავთ ეკრანებზე. აქამდე თუ მის გარეშე არცერთი კონცერტი არ ტარდებოდა, დღეს ის თითქოს პასიურია. ასეა თუ ისე საზოგადოების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ მომღერალს შემოქმედებითი პაუზა აქვს. ალბათ არ იცოდით, რომ სოფო აქტიურადაა ჩართული ქვეყნის გარეთ მიმდინარე ღონისძიებებში. მომღერალმა იმღერა პრაღაში, “თბილისის დღეებზე”, 4 მაისს იზმირის მე-8 საერთაშორისო პოეზიის ფესტივალის საპატიო სტუმარი გახლდათ, მიწვეული იყო CNN TÜRK-ის საკვირაო პროგრამაში Pazar Keyfi, რომელსაც 1.5-2.2 მილიონი ადამიანი უყურებს, მოგვიანებით კი აზერბაიჯაში ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემაშიც მიიღო მონაწილეობა. 26 მაისს სოფო ნიჟარაძე ავღანეთში შეხვდა და ქართველ ჯარისკაცებს საქართველოს ჰიმნიც უმღერა. სულ ცოტა ხნის წინ კი ინტერნეტსივრცეში გავრცელდა სოფოს ახალი კლიპი. "დიდი მადლობა მარიკა აროშიძეს და "ბასტი-ბუბუს" არაჩვეულებრივი კლიპისთვის, ჩემს ერთ-ერთ უსაყვარლეს სიმღერაზე "საქანელა", რომელსაც ვასრულებ "ბასტი-ბუბუს" ბავშვებთან ერთად"-გვიამბობს მომღერალი. ახლა კი გთავაზობთ სოფოს ახალ კლიპს. 1376 5-ს მოსწონს 1-ს არა
|