საზოგადოება ინტერნეტ სივრცეში ყველაზე პოპულარული ქართველები(+ფოტოები) 2013, 17 ივნისი, 13:15 ის რომ გახდეს ადამიანი პოპულარული, ახლა უკვე ძალიან ადვილია. საკმარისია გადაიღო რამდენიმე უაზრო ვიდეო და ატვირთო ან იუთუბიზე, ინტერმედიაზე ან თუნდაც მაივიდეოზე, შემდეგ გააზიარო საკუთარ ფეისბუქზე, რომ უკვე პოპულარობის ზენიტში ექცევი. შემდეგ მრავალ ლაიქიანი გვერდები გააზიარებენ ამ ვიდეოს და აქამდე ერთი ჩვეულებრივი შეუმჩნეველი ადამიანი, სუპერ პოპულარული ხდება. მაგარმ ეს ყველას არ გამოსდის. უნდა იყო რაღაც განსხვავებული და უნდა აიტანო ყველას ლანძღვა და მაშინ საქართველოს მასშტაბით ყველაზე ცნობილი ხდები. მინდა წარმოგიდგინოთ ოთხი ქართველი, რომლებიც ყველაზე პოპულარულები არიან ინტერნეტ სივრცეში. გვანცა ბაგრატიონი-გოგონა, რომელიც მართლაც ძალიან პოპულარულია ქართულ ინტერნეტ სივრცეში. მან ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მისი ვიდეოებისთვის ყურადღება მიექციათ- ბარბის იმიჯი, შეცვლილი გვარი, ქერა თმა და ასევე ბერას მიმართ სიყვარულის აფიშირება. მართალია მის მიმართ ბევრი ნეგატიურადაა დამოკიდებული, მაგრამ გვანცას ეს არ აღელვებს. იმდენად პოპულარულია, რომ ქართული ტელევიზიებიც კი იწვევენ გადაცემებში და მისგან ინტერვიუს იღებენ გიორგი ქისტაური იგივე კნუტი-ეს ბიჭიც თავისი ვიდეოების წყალობით და განსხვავებული იმიჯით გახდა პოპულარული. მიუხედავდ იმისა, რომ კნუტის სურათებზე და ვიდეოებზე უფრო მეტად უარყოფითი კომენტარებია, იგი მაინც არ ჩერდება და აგრძელებს თავის გაპოპულარებას. მან სიმღერაშიც სცადა ბედი და მონაწილეობა მიიღო "საქართველოს ვარსკვლავის" შესარჩევ ტურში, თუმცა არ გაუმართლა სოფია შადრიგინა-ეს ორი შვილის დედაც ყველასთვის ცნობილია თავისი ვიდეო მოწოდებებით. იგი ერთ-ერთ ყველაზე სკანდალურ ადამიანდ ითვლება. თავიდან სოფია საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა ქუთაისში, თეთრი ხიდის ქვეშ გამართული შიშველი ფოტოსესიით, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოყვა ინტერნეტ და ტელე სივრცეშიც ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქართველი გოგონა იყო "ძერსკი" ნინჩო, რომლის ვიდეო პაროდიებსაც კი აკეთებდნენ. ნინი ლომსაძეც თავისი ვიდეოების წყალობით და სოციალური ქსელის საშუალებით გახდა ძალიან ცნობილი. ხალხი მის მიმართაც ძალიან ნეგატიურად იყო განწყობილნი. 845 6-ს მოსწონს
|