x
მეტი
  • 27.11.2024
  • სტატია:138485
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512152
Google ყველაზე ხელმისაწვდომი პლანშეტის გამოშვებას გეგმავს

პლანშეტური კომპიუტერი Nexus-ი, რომლითაც Google ბაზრის ახალ სეგმენტზე გასვლას გეგმავს, წინასწარი დაპირებით, ყველაზე იაფი ეღირება. ასეთი გზით, კომპანია Amazon Kindle Fire-ის და სხვა 7-დუიმიან პლანშეტებისთვის კონკურენციის გაწევას გეგმავს. მოწყობილობის ღირებულების შესამცირებლად ინტერნეტ-გიგანტმა უარი თქვა ოთხბირთვიან პროცესორზე.

ცნობილია, რომ თავისი პირველი პლანშეტი კომპანიამ ASUS-თან ერთად შეიმუშავა. მისი ღირებულება 149-დან 199 დოლარამდე იქნება.

თავდაპირველად იგეგმებოდა, რომ მოწყობილობაში Tegra 3-ის ოთხბირთვიანი პროცესორი ჩამონტაჟდებოდა და მოწყობილობა 199-დან 249 დოლარამდე ეღირებოდა. საბოლოოდ, კომპანიამ არჩევანი კომპანია Qualcomm-ის პროცესორ Snapdragon-ზე შეაჩერა, რომელთანაც ASUS-ი მჭიდროდ თანამშრომლობს. ანონსის თანახმად, გაჯეტი ОС Android 4.0-ის (Ice Cream Sandwich) ან Jelly Bean-ის ოპერაციულ სისტემაზე იმუშავებს.

ამ დროისათვის ყველაზე იაფი პლანშეტი Kindle Fire от Amazon-ია, რომელიც აშშ-ში 200 დოლარად იყიდება.

სავარაუდოდ, Google -ის სიახლე CTIA Wireless-ის გამოimageფენაზე გამოჩნდება, რომელიც 8-დან 10 მაისამდე ახალ ორლეანში გაიმართება.

0
45
შეფასება არ არის
ავტორი:გიორგი ხოსიაშვილი
გიორგი ხოსიაშვილი
45
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0