ბოლო დროს დღე არ გავა, “დორტმუნდის” პოლონელი შემტევის, რობერტ ლევანდოვსკის შესახებ ახალი ამბავი არ გაჩნდეს. როგორც ჩანს, ის “ბორუსიას” აუცილებლად დატოვებს, თუმცა კონკრეტული კლუბი მაინც არ სახელდება.
თავის მხრივ, დორტმუნდელთა ხელმძღვანელობა მის შესაძლო დატოვების ვარიანტებს ეძებს. ერთ-ერთი ასეთი ხერხი ხელფასის მომატებაა. ახლა რობერტს წელიწადში 1, 5 მილიონ ევროს უხდიან და მზად არიან, ეს თანხა სამჯერ გაზარდონ - 4, 5 მილიონი გადაუხადონ. მაგრამ პოლონელს მაინც წასვლა სურს.
“იმედი მაქვს, ვაცკე სიტყვას შეასრულებს”, – ამბობს ლევანდოვსკი.
“ბორუსიას” პრეზიდენტი ჰანს-იოჰიმ ვაცკე კი ამტკიცებს, რომ პოლონელს არაფერს შეპირებია. მას კლუბის სპორტული დირექტორი მიხაელ ცორკიც ეთანხმება.
ლევანდოვსკი კი იმეორებს: ზუსტად მახსოვს, რაც მითხრეს, მათ სიტყვას კი ფასი აქვსო.
www.worldsport.ge