x
image
აკაკი79
ყველა წავიდაა

ყველა წავიდა, ყველამ მიმატოვა დავრჩით მხოლოდ მე და ჩემი ნაწერები, ძნელია თავის მოკვლა იმიტომ რომ ეს უკანასკნელი ქმედებაა რაც არ შემიცოდავს ჯერ, ისე კი ვოცნებობ რამე დამემართოს, მივიდე ექიმთან და მითხრას სამწუხაროდ თქვენ კიბო გაქვთო, ან ცეროზი ან სარკომა, ან რავიცი კიდევ რა ოღონდ განუკურნებელი. თქვენ ვერ წარმოიდგენთ როგორ მადლობას ვეტყვი ასეთ ექმის და გაღიმებული დავტოვებ თეთრ კაბინეტს. ნეტავ ბუნებრვად მოხდეს ეს და მტვრად ვიქცე ცოცხალი მტვერი და მოჩვენება. საშინელებაა როცა არვის არ ჭირდები, როცა ყველასთვის ზედმეტი ხარ იმიტომ რომ ფული არ გაქვს, თავის დროზე არ მოვიქეცი მონასავით დესპოტივით უსისხლოსავით და დავრჩი უფულოდ, ვერ შევიტანე სხვისი უბედურებით ნაშოვი ფული ოჯაახში, ვერ გადავკეთდი ცხოველადდ და დავრჩი მშიერი. ვინ იფიქრებდა რომ მართლაც ცხოველი უნდა იყო რომ დღევანდელ საზოგადოებაში იცხოვრო, გული კი საერთოდაც არ უნდა გქონდეს ან თუ გექნა რკინის ან სულაც ქვის უნდა იყოს. ვერ მოვახერხე და დამცინიან ახლა ყველა შენი ოჯახი გყოლოდა კარგად და სხვას რას დაეძებდიო, სხვას რას ჩიოდიო. ეხლა იყავი და უყურე მაგ ცარიელ კედლებსო, ასეა მოწყობილი ეს დაწყევლილი ცხოვრება და რა უნდა ქნას ადამიანმა რომელმაც ადამიანობას ვერ გადაუხვია? არ ვიცი ეს ამოდენა სიყვარული მე თუ მერგო, მე თუ მთელი კაცობრიობა მიყვარს სხვას რა დაემართა, ცოტა ჩემი წილი მათვისაც მიეცა განგებას სულ მე რომ მარგუნა სატანჯველად და საწამებლად, შიგნით მტკივა რაღაც, რაღაც უხილავი სამშობლოს ტკივილს განვიცდი და მასავით მტკივა მართლა გეუბნებით ეს რეალურად ხდება, რეალურად მტკივა რეალურად ვგრძნობ ამას, მაგრამ შველა კი არ სემიძლია როგორც სამშობლოსი ისე ჩემი თავისიც. მიხაროდა ყოველი ნათელი დილა რომელიც ლამაზად ეშვებოდა ჩემს ოთახში, ყოველი თოვლი მივსებდა გულს და მმატებდა ხალის, ეს საოცრება იყო, ხეებზე სქლად დადებული თეთრი ქათქათა მასა რომელიც თითქმის მიწამდე ხრიდა ტოტებს ზღაპრულ სამყაროს მიაგავდა, რამდენს ვოცნებობდი, ვფიქრობდი მათ ყურებაში ისევ თბილ ლოგინში გახვეული. ისეთივე სპეტაკი დარჩა ჩემს მეხსიერებაში ის თოვლი როგორსაც მაშინ ბაბშობისას ვხედავდი, მიყვარდა ყველაფერი ხეც ყვავილიც მთაც მდინარეც ხევში ჩამავალი საცალფეხო გზა ბროწეულების დიდი ეკლიანი ბუჩქები და რაღა თქმა უნდა თქვენ ყველანი ძალიან მიყვარდით და ახლაც მიყვარხართ, მიუხედავად იმისა რომ ყველას გეზედმეტებით და არაფერში გჭირდებით. მხოლოდ ჩემ სამშობლოს ვჭირდები მაგრამ დღეს ტვალები აღარ აქვს რომ დამინახოს, არც ხელი აქვს რომ ჩამომართვას, არც გული რომ სიყავრული მაგრძნობინოს, ახლა ჩემი სამშობლო ლოგინადაა ჩავარდნილი და გადარჩება კია? ვინ იცის. მეც მასთან ერთად მოკვდები მისი ტკივილებით გულდასერილი, მეც მასავიტ დავადებული ვარ მასავით სახეცვლილი მაგრამ გულში მთელი და ჯამრთელი. შავი ჭირივით მოგვდებია შავ ანაფორაში გახვეული ბაქტერიები და გვხრავს ორივეს, სხეულს მართველები სულს მღვდლები და არარა დარჩება მალე ჩვენს ადგილზე თუ სასწაული არ მოხდა, სასცაულის კი ნაკლებად ჯერავთ ეხლა, ყველაზე ნაკლებად, ქრისტიანებს სასწაულის აღარ ჯერათ რადგან ღვთის უხილავი ძალის არ ჯერავთ, ხილული ფულის სწამთ, აი ნამდვილი კერპი რომელსაც დღეს სცემენ პატივს, რომლის წინაშეც იდრეკენ მუხლებს, რომლის ძლიერების ქვეშ თრთის ეს თაობა, მე კი ვერ მომერია ვერ შემიყვანა თავის რწმენაში და გამრიყა, უსარგებლო ნივთივით მომისროლა რომ სიკვდილის ვნატრულობ და ისიც არა ჩანს, ალბათ უფრო მეტი უნდა ვიტანჯო, უნდა ვიწვალო სანამ არ გამტეხს და მუხლს არ მომადრეკინებს. ეს კი არასოდეს მოხდება. გქონდეს დიდი გული და არ გქონდეს დაფასება, ეს სასჯელია უდიდესი სასჯელი რომელსაც ბოლომდე მოვიხდი ბოლომდე გაუძლებ რაც არ უნდა მოხდეს და სიამოვნებით დავხუჭავ თვალებს, როცა გაიღებენ მოწყალებას და მაღირსებენ სიკვდილს. თქვენ კი იცხოვრეთ გამრავლდით გაერთეთ რადგან თქვენია ეს წუთისოფელი, რადგან ვინც აქ კარგად გრძნობთ თავს მათვის არის შექმნილი ეს ცხოვრება. მე კი წავალ, წავალ ჩემი სამყაროს საძებრად და როცა ვიპოვი იქედან დაგლოცავთ ყველას, იქედან გეტყვით რომ სულყველა ძალიან მიყვარდით და მიყვარხართ.image

2
26
3-ს მოსწონს
ავტორი:აკაკი79
აკაკი79
26
  
2013, 19 ივლისი, 15:38
შენ მარტო არ ხარ...
2013, 19 ივნისი, 10:05
ვაიმეე,სევდიანი მაგრამ ძალიან მწარე ჩანაწერია.პესიმიზმი არაა საშველი.და არც მარტოდ ერთი ხართ სამყაროში..
0 1 2