x
image
natia.a
რა იმალება ცნობილ ლოგოებში?
ბევრი ცნობილი კომპანიის ლოგო, რომელიც ერთი შეხედვით მხოლოდ რამდენიმე ასოსგან ან სტილიზებული გამოსახულებისგან
შედგება ორმაგი ვიზუალური დატვირთვის მატარებელია და ფარულ გამოსახულებებს შეიცავს, რაც მნახველმა ერთი შეხედვით შეიძლება ვერ აღიქვას. არადა სწორედ ამ ფარულ გამოსახულებებში იმალება ლოგოს ძირითადი მნიშვნელობა. ამ სტატიაში შევეცდებით გავშიფროთ რამდენიმე საყოველთაოდ ცნობილი ლოგოს ფარული ვიზუალი.


„ფედექსის“ ამ ლოგოზე ლათინური ასოების E-სა და x-ს შორის
ადვილი შესამჩნევია თეთრი სივრცისგან შექმნილი ისრის გამოსახულება, რაც გადამზიდავი კომპანიის სისწრაფესა და სიზუსტეზე მიუთითებს.ფედექსი



„ბასკინ რობინსის“ ლოგოზე ადვილი ამოსაცნობია რიცხვი 31: ცნობილია, რომ ეს კომპანია 31 სხვადასხვა გემოს ნაყინს სთავაზობს მომხმარებელს, რათა ამ უკანასკნელს შეეძლოს თვის ყოველ დღეს ახალი გემოს ნაყინის დაგემოვნება.

ბასკინ რობინსი
საქართველოში უკვე კარგად ცნობილი ფრანგულ მაღაზიათა ქსელის, „კარფურის“ ლოგოზე თეთრი ფერით გამოსახული ლათინური ასო C ორივე მხრიდან მოქცეულია წითელი და ლურჯი ისრებით, რომლებიც საპირისპირო მხარეებზე მიუთითებს. ამის ახსნა მარტივია, თუ გავიხსენებთ, რომ ფრანგულად „Carrefour“ ნიშნავს „გზაჯვარედინს“..

კარფური


საინტერესო ლოგო აქვს პიცბურგის ზოოპარკს, რომელზეც ერთი შეხედვით შეიძლება ხე დავინახოთ, მაგრამ იქვე ადვილი შესამჩნევია თეთრი სივრცით გამოსახული მაიმუნისა და ლომის თავები. პიცბურგი

ალბათ ბევრისთვის უკვე ნაცნობია ონლაინ მაღაზიის, Amazon.com-ის ლოგოზე გამოსახული ისარი, რომელიც ერთმანეთთან აერთებს ასოებს A და Z და ორმაგი დატვირთვა აქვს: 1. თქვენ ყოველთვის კმაყოფილი დარჩებით ჩვენთან შოპინგით (რადგან ისარი გამოხატავს ღიმილს); 2. ჩვენთან ყველაფერია, A-დან Z-მდე. ამაზონი



საინტერესოა სონის ერთ-ერთი პოპულარული ბრენდის,
„ვაიოს“ ლოგო, რომელზეც ასოები V და A ანალოგური სიგნალის (ელექტრულ სიგნალი, რომელიც დროის უწყვეტ ფუნქციებს წარმოადგენს) ფორმითაა ჩაწერილი, I და O კი ბინარული (ორობითი) სისტების ციფრებს, 1-სა და 0-ს გამოხატავს. ვაიო


მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ველორბოლის, „ტურ დე ფრანსის“
ლოგოს თუ დავაკვირდებით, შევამჩნევთ როგორ ქმნის ასოები “o”, “u”, და “R მსხვილ წითელ წრესთან ერთად ველომრბოლელის ილუზიას.

ტურ დე ფრანსი

2
785
14-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
785
  
2013, 12 ივნისი, 17:17
მაგარი სტატიაა ძაან საღოლ
2013, 11 ივნისი, 14:03
მართლაც საინტერესო იყო:)
0 1 2