x
მეტი
  • 01.11.2024
  • სტატია:137966
  • ვიდეო:351967
  • სურათი:511725
შოკისმომგვრელი აღმოჩენა

image

66 წლის მამაკაცმა აღმოაჩინა რომ ქალია. როცა ის ექიმთან უბრალოდ მუცლის ტკივილის გამო მივიდა, ექიმებმა გამოკვლევები ჩაუტარეს და აღმოჩნდა რომ ტკივილების მიზეზი საკვერცხის კისტა იყო და რომ მამაკაცი სინამდვილეში ქალია. ტკივილი გამოწვეული იყო გენეტიკური დარღვევის იშვიათი თანხვედრით: ერთი მათგანი-ტერნერის სინდრომია, რომელიც ქალის ზოგიერთი ფუნქციის მოშლას იწვევს, მაგალითად, დაორსულებას. თუმცა, ამ დროს ქალებს გარეგნულად არაფერი ეცვლება. ამ შემთხვევაში კი პაციენტს ჰქონდა თანდაყოლილი თირკმელზედა ჯირკვლის ჰიპერპლაზაცია, რამაც გამოიწვია მამაკაცის ჰორმონების მოჭარბება და პაციენტი მამაკაცს დაემსგავსა.

ვიეტნამელი, 66წლის მამაკაცი ჩინეთში დაიბადა და მშობლების გარეშე გაიზარდა. მას აქვს წვერი, სასქესო ორგანო და სიმაღლე 1, 73სმ.

მედიკოსების შეფასებით ტერნერის სინდრომით 2500-3000-დან ერთი არის ავად. ჩვეულებრივ ქალს ერთი X ქრომოსომა აქვს, მამაკაცს X და Y. ამ პაციენტს კი აქვს X ქრომოსომა. წესით, მას გარეგნობაც ქალის უნდა ჰქონებოდა, ხოლო დაავადება სქესობრივი მომწიფების დროს უნდა გამოვლენილიყო, რადგან ამ დაავადების მატარებლებს არ აქვთ მენსტრუალური ციკლი. პაციენტი თავს ახლაც მამაკაცად აღიქვამს და მკურნალობის პროცესში მამაკაცის ჰორმონებს მიიღებს.

0
504
3-ს მოსწონს
ავტორი:სანტა-თამო
სანტა-თამო
504
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0