x
image
სანტა-თამო
სილამაზისთვის გაღებული მსხვერპლი
image ისტორია რომელიც უნდა მოგიყვეთ გადახდა ამერიკელ ქალბატონს, რომელიც ახლა 46წლისაა, ეიპრილ მიშელ ბრაუნი, მან სილამაზისთვის მსხვერპლი გაიღო, თუმცა, საბოლოოდ ინვალიდი აღმოჩნდა.

ბავშვობაში ეიპრილი ხშირად ისმენდა თანატოლებისაგან დამცინავ სიტყვებს, მას "გამომცხვარი ბლინი" შეარქვეს. მაშინ მან საკუთარ თავს შეჰფიცა რომ გაირდიდა უკანალს. 2004წელს მის სილამაზის სალონში შევიდა 2კლიენტი, ერთმა უამბო მას პროცედურებზე, რომლებსაც სახლში აკეთებდა, დასტურად კი მეგობრის უკანალი აჩვენა. ეიპრილი იმდენად აღფრთოვანდა კლიენტის ნამუშევრით რომ რამდენიმე პროცედურის თანხა, 980დოლარი ისე ჩაუთვალა ხელში მისი სამედიცინო დიპლომი არც კი უხსენებია. ასე შეუყვანეს მას ორგანიზმში უცნობი ინექცია. მოგვიანებით ექიმებმა აღმოაჩინა რომ იმ ქალმა ეიპრილს სხეულში საწარმოო სილიკონი შეუყვანა.

ეიპრილი ნემსისგან მოყენებულ ტკივილს იტანდა, მაგრამ ბოლო ორ ნემსზე უარი თქვა, რადგან ტკივილი უკვე გაუსაძლისი აღმოჩნდა. 2წლის შემდეგ ის ადგილები, სადაც ინექცია შეჰყავდათ გაუშავდა. ის მუჭობით ტკივილგამაყუჩებელს სვამდა, რადგან ექიმთან მისვლის და ამ ტკივილების მიზეზის ახსნის რცხვენოდა, მაგრამ ხელები და ფეხები რომ გაუშავდა იძულებული გახდა ექიმისთვის მიემართა.

ექიმებმა ცოცხალ-მკვდარი გოგონა ხელოვნურ კომაში ჩააგდეს და 27ოპერაცია ჩაუტარეს, მათ შორის დუნდულებისა და ზედა და ქვედა კიდურების. ბრაუნმა 6თვე გაატარა საავდამყოფოში მაგრამ იქიდან მაინც მხნედ გამოვიდა.


"ვფიქრობ იმიტომ გადავრჩი, ჩემი ისტორია სხვებისთვისაც გამეზიარებინა. მინდა ყველას ვუთხრა: შეძელით, შეიყვაროთ საკუთარი თავი ისეთად, როგორადაც ბუნებამ გაგაჩინათ!" - ამბობს ბრაუნი.

ალბათ, უნდა დავფიქრდეთ, სანამ ამხელა მსხვერპლს გავიღებდეთ, ღირს თუ არა.

0
150
3-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:სანტა-თამო
სანტა-თამო
150
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0