ისტორიული ჩჟენ-ში- ჩინელი მეკობრე ქალი 2012, 19 მარტი, 20:46 ქალბატონი, რომელზეც დღეს მინდა მოგითხროთ, ისტორიაში ყველაზე წარმატებული მეკობრე ქალის სახელით შევიდა. ეს ქალი მეძავობით ირჩენდა თავს მანამ, სანამ ჩჟენის შეხვდებოდა, რომელიც იმ დროის ყველაზე განთქმული ჩინელი მეკობრე გახლდათ. 1801 წელს ცნობილმა მეძავმა და ცნობილმა მეგობრემ იქორწინეს და ვიეტნამში გაემგზავრნენ, სადაც იმ პერიოდისათვის სამოქალაქო ომი მძვინვარებდა. ქორწინების შემდეგ ქალმა ახალი სახელი მიიღო -ჩჟენი საო (ჩჟენის ცოლი). ჩჟენს საკუთარი შვილი არ ჰყავდა, ამიტომაც მეგობრეებმა მეზღვაურებს მოსტაცეს 15 წლის ბიჭუნა ჩჟან ბაო ცზაი, რომელიც ქალმა იშვილა, საუბედუროდ, ის ჯერ მამობილის საყვარელი გახდა, მისი სიკვდილის შემდეგ კი მადამ ჩჟენის. არსებობს მეორე ვერსიაც, რომლის მიხედვითაც მეკობრემ ეს ბიჭი ცოლის მოყანამდე შეირთ. 1807 წელს მადამ ჩჟენის ქმარი შტორმის დროს დაიღუპა. ჩჟენ შიმ( ჩჟენის ქვრივმა) თავისი ქმრის მთელი სიმდიდრე მიიღო მემკვიდრეობით. მალე იგი თავის გერს გაჰყვა ცოლად. ერთად, საკმაოდ ძლიერი არმია შექმნეს. ისინი არა მარტო ჩინეთის ზღვებში მოცურავე სავაჭრო გემებს ესხმოდნენ თავს, არამედ მდინარეებშიც შედიოდნენ და სანაპიროს მოსახლეობას აწიოკებდნენ. ქალბატონი შის წარმატების მთავარი საიდუმლო რკინის დისციპლინა გახლდათ. მან საკუთარი წესები და კანონები შემოიღო. მის მიერ შემოღებული კანონის მიხედვით, ვინც ღარიბ მეთევზეებს გაძარცვავდა ან ტყვედ აყვანილ ქალებს გააუპატიურებდა, სიკვდილით ისჯებოდა. გემის თვითნებული დატოვებისათვის მეკობრეს ყურს აჭრიდნენ. 107 1-ს მოსწონს 1-ს არა
|