x
image
lady.ge
ჰოლივუდის ყველაზე მოდური ჩამცმელები-რიზ უიზერსპუნი

image
ამ მინიატურულ, ქერა ლამაზმანს მაყუერებლთა მხრიდან
განსაკუთრებული სიმპათიის გამო, america's sweetheart-საც ეძახიან . რიზი საკუთარ 34 წლის ასაკში
მართლაც რომ არაჩვეულებრივად გამოიყურება და მიუხედავად არცთუ უნაკლო გარეგნობისა
(თუ დააკვირდებით მას სახის მცირე დეფორმაცია და წინ წამოწეული ქვედა ყბა აქვს), ყოველთვის
ახერხებს შესაშურ ფორმაში იყოს და ორიგინალური სტილით გამოირჩეოდეს. პაპარაცების ობიექტივში
რიზი სხვადასხვა დროს, სხვადასხვაგვარი ჩაცმის სტილით მოხვედრილა, თუმცა უმეტეს შემთხვევაში
მსახიობი მუდამ მოწოდების სიმაღლეზეა და ე.წ „ქეჟუალ“ სტილშიც საოცრად გლამურულად გამოიყურება.

image

მოდის კრიტიკოსთა აზრით, ვიზერსპუნს განსაკუთრებით ოსტატურად ეხერხება, ფერების და
აქსესუარების საკმაოდ თამამად და ექტსრაორდინალურად შეხამება. იგი ყოველთვის ირჩევს
მოდურ, თუმცა მისთვის მოსახდენ სამოსს, მაქსიმალურად უსვამს ხაზს საკუთარი სხეულის
ღირსებებს (მაგალითად ლამაზ ფეხებს, კისერს) და ოსტატურად ნიღბავს ნაკლოვანებებს. ამ
ეტაპზეც კი, როცა 34 წლის მსახიობი უკვე მესამედ ემზადება დედობისთვის, მისი იმიჯი
უნაკლო და ძალზე გლამურულია.

image



0
1935
2-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:lady.ge
lady.ge
1935
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0