x
image
lady.ge
ჰოლივუდის ყველაზე მოდური ჩამცმელები-სიენა მილერი

image


მსახიობი სიენა მილერი საკუთარი ჩაცმის სტილის ორიგინალურობის გამო, მსოფლიოს
ცნობილი გლამურული ჟურნალების ერთერთი ფავორიტი რესპოდენტია. ამ ტანმორჩილ, ქერათმიან
ქალბატონს, შეუძლია გასაოცარი გემოვნებით შეუხამოს ერთმანეთის ბრენდული თუ ნაკლებადბრენდული
სამოსი და აქსესუარები ისე, რომ საბოლოო ჯამში, საკუთარი განუმეორებელი სტილი შექმნას.

imageროგორც თავად მსახიობი ინტერვიუებში აღიარებს, იგი არასოდეს მიმართავს დახმარებისთვის
სტილისტებს და ნაკლებად ინტერესდება ზოგადად, თანამედროვე მოდის ტენდენციებით, თუმცა
დახვეწილი გემოვნების და კარგი ალღოს გამო ყოველთვის ახერხებს შეარჩიოს და ატაროს ის
სამოსი, რომელიც უხდება და ამასთანავე საზოგადოებაში
მაშინვე უჩენს მიმბაძველებს. სიენას ჩაცმის
სტილი, მაქსიმალურ კომფორტულობას და თავისუფლებას ეფუძნება, მსახიობს არ უყვარს არავითარი
ზედმეტობა, შესაბამისად იშვიათად ნახავთ მას სამკაულებით გადატვირთულს. თუმცა უყვარს
სათვალეები და ამ აქსესუარის გარეშე იშვიათად გამოდის სახლიდან. ამას გარდა იგი ყველაფერში
ბუნებრიობის მომხრეა, ამიტომ დღისით თითქმის არასოდეს იყენებს მაკიაჟს. რაც შეეხება
ვარცხნილობას, ამ მხირვაც მაქსიმალური კომფორტს არჩევს და განსაკუთრებულად თმას მხოლოდ
სპეციალური მიღებების ან გადაღების დროს იკეთებს თუ ამას მისი გმირი მოითხოვს.



0
1335
3-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:lady.ge
lady.ge
1335
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0