x
image
lady.ge
ცნობილი "ღიპუცები"

imageჰოლივუდის ორი ცნობილი ვარსკვლავი დრიუ ბერიმორი და
რიზ ვიზერსპუნი საპატიო მიზეზებით იმატებენ წონაში. ამასთან ერთად რიზისთვის ეს მესამე
შვილია, ხოლო დრიუ პირველად ხდება დედა 37 წლის ასაკში. როგორც ტაბლოიდები იუწყებიან,
მართალია მისთვის ეს ქორწინება რიგით მესამე იქნება, მაგრამ ამ ეტაპზე, მას უჩვეულო
იმიჯით მოუწევს პატარძლის როლში გამოჩენა საზოგადოების წინაშე. უფრო მეტიც, როგორც
ცნობილი გახდა, ქორწილი თავად დრიუმ დააჩქარა, რადგან მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ,
არ უნდა საქორწინო ცერემონიალზე „დიდ, თეთრ საჰაერო ბუშტს“ გავდეს. აქედან გამომდინარე, მან და მისმა რჩეულმა ბიზნესმენმა
უილ კოპელმანმა, ქორწილის თარიღი ორი ივნისიც ოფიციალურად განუცხადეს უკვე ჟურნალისტებს.


image



რაც შეეხება, მეორე „ღიპუცას“, ცნობილ „ქერათმიან
ადვოკატს“ რიზ ვიზერსპუნს, ეს უკანასკნელი, თავის რიგით მეორე ქორწინებაში როგორც ჩანს
ძალზე ბედნიერად გრძნობს თავს, მიუხედავად იმისა რომ მისი ამჟამინდელი მეუღლე-ჯიმ ტოტი,
წინამორბედ ცნობილ მსახიობ რაიან ფილიპისგან განსხვავებით უბრალო აგენტია. როგორც ჩანს
ოჯახური ბედენიერებისთვის რიზს მეუღლის პოპულარობა ნაკლებად ესაჭიროება და პაპარაცების
წინაშე თამამად პოზირებს ხოლმე საკუთარი ბედნიერი ფიზიონომიით და წამოზრდილი მუცლით.




0
4287
6-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:lady.ge
lady.ge
4287
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0