x
image
natia.a
ხელოვნური ენები
მსოფლიოში მრავალი ხელოვნურად შექმნილი ენა არსებობს. ზოგი მათგანი შექმნილია სამეცნიერო მიზნებისთვის, ადამიანის ტვინის მოქმედებაზე დასაკვირვებლად; ზოგის მიზანია ადამიანებს შორის ურთიერთობის გამარტივება, არსებული ენების „გაუმჯობესება“, ბევრი კი მხატვრული ლიტერატურის ფარგლებშია შექმნილი. ამჯერად წარმოგიდგენთ ხელოვნური ენების რამდენიმე მაგალითს.

სოლრესოლისოლრესოლი, რომლის ავტორია ფრანსუა სუდრი, შეიქმნა მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში. იგი წარმოადგენს საერთაშორისო დამხმარე ენას, რომლის მიზანია კომუნიკაციის გამარტივება. მის მთავარ ორიგინალობად მისივე მუსიკალური საფუძველი მიიჩნევა: მასში არის მხოლოდ 7 მარცვალი, რომლებიც ემთხვევა მუსიკალური ნოტების სახელებს (დო, რე, მი, ფა, სოლ, ლა, სი). ამ მარცვალთა კომბინაციით იქმნება სიტყვები, მაგალითად: დორე (მე), დომი (შენ), დოსიდო (დახმარება) და ა.შ.
მიუხედავად ორიგინალურობისა, სორესოლი არასოდეს გამხდარა პოპულარული, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე მოხალისეს, რომელიც დღესაც „ერთობა“ ამ მეტყველებით.



კვენიურიკვენიური ენა, ტოლკიერის მიერ „ბეჭდების მბრძანებელში“ გამოყენებული ოცზე მეტი ხელოვნური ენიდან ერთ-ერთია. ელფების მეტყველება ავტორის მიერ შექმნილი ენებიდან ყველაზე რთულია. სინამდვილეში, შუამიწეთი - ადგილი, სადაც რომანის მოქმედება ვითარდება, გამოგონილი იქნა კვენიური ენის, როგორც ახალი მეტყველებისთვის ისტორიული ფონის შესაქმნელად და არა პირიქით. თავად ტოლკიერი აღიარებს, რომ კვენიური იყო მცდელობა შეექმნა სამყაროში ულამაზესი ენა. ამიტომ ახალი ენის ფონეტიკისა და ლექსიკის ამოსავალ წერტილად აიღო, მისის აზრით, სამი ყველაზე ლამაზი ენა - ფინური, ლათინური და ბერძნული.


დღეისთვის ამ ენაზე გამოდის რამდენიმე ჟურნალი. დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ში კი რამდენიმე დისერტაციაა დაცული კვენიური ენის გრამატიკის შესახებ.





ტოკიპონასეპირ-უოლფის ჰიპოთეზის მიხედვით, ენა განაპირობებს მისიმატარებლის აზროვნებას, სამყაროს აღქმას. ამ თეორიაზე დაყრდნობით, 2001 წელსშეიქმნა ხელოვნური ენა - ტოკიპონა, რომლის მიზანი იყო მეტყველების უკიდურესადგამარტივებით გაემარტივებინა ადამიანთა ცხოვრება.
იგი ეყრდნობა მარტივ ცნებებს, რომლებიც ყველა კულტურისთვის საერთოა. მასში არის მხოლოდ 123 სიტყვა, რომელთა კომბინირებით შეიძლება ახალი სიტყვების შექმნა. ამგვარად, ტოკიპონაში „ბედნიერება“ გადმოცემულია სიტყვათა კომბინაციით: „თავის კარგად გრძნობა“, „ალკოჰოლი“ – კომბინაციით „გიჟი წყალი“; გეოლოგია“ – კომბინაციით „მიწის ცოდნა“ და ა.შ. მართალია, ამგვარი ენა სასწავლებლად ადვილია, მაგრამ ნიუანსების გადმოცემის დონეზე მისი გამოყენება შეუძლებელია.



ლინგვა იგნოტაLingua Ignota („უცნობი ენა“) XII საუკუნეში იღუმენია ჰილდეგარდ
ბინგენის მიერ იყო შექმნილი. სავარაუდოდ მისი დანიშნულება იყო იღუმენიასა მონაზვნებს
შორის საიდუმლო ურთიერთობა. თუმცა ეს მხოლოდ ვარაუდის დონეზეა ცნობილი. ჰილდეგარდი
თავად იყო კომპოზიტორი და თავისივე შექმნილი ენიდან სიტყვებს ხშირად იყენებდა მუსიკალურ ნაწარმოებებში. სიკვდილის შემდეგ მან დატოვა აღნიშნული ენის 1000 სიტყვიანი გლოსარიუმი, რომელშიც უმეტესობა რელიგიური და სამედიცინო ტერმინია.



ლაადანილაადანი ენათმეცნიერების პროფესორის, დოქტორ სუზეტ ჰეიდენის მიერ სეპირ-უოლფის ჰიპოთეზის მიხედვით შექმნილი კიდევ
ერთი ხელოვნური ენაა. ამჯერად მისი მიზანი იყო შეემოწმებინა მოსაზრება იმის
შესახებ, რომ არსებული ბუნებრივი ენები ქალური მეტყველებისთვის ადექვატური არ არის.
ლაადანი საშუალებას იძლევა სიტყვებით იქნას გადმოცემული ისეთი ცნებები თუ მოქმედებები, რომლებიც ინგლისურ ენაში მხოლოდ არავერბალური საშუალებებით (ჟესტიკულაცია, მიმიკა, ტონი) გადმოიცემა. მაგალითად, წინადადება შეიძლება შეიცავდეს სიტყვას, რომელიც გამოხატავს, რომ მოცემული აზრი გაფრთხილებას წარმოადგენს. ლაადანში არსებობს სიტყვები, რომლებიც ნიუანსებში წარმოაჩენს
ემოციებს, მაგალითად, განსხვავებული სიტყვებით გამოიხატება შემდეგ ემოციები: „გაბრაზებული ვარ გარკვეული მიზეზით“ და „გაბრაზებული ვარ უმიზეზოდ“; არსებობს სიტყვა, რომელიც
გამოხატავს შემდეგ მდგომარეობას: „გაბრაზებული ვარ, მაგრამ ვერაფერს ვიზამ“.

ახალმეტყველებაახალმეტყველება (Newspeak), რომელიც ჯორჯ ორუელმა შექმნა თავისი რომანისთვის „1984“.

რომანში აღწერილია ტოტალიტარული სახელმწიფო, სადაც ახალმეტყველებამ 2050 წლამდე სრულად უნდა ჩაანაცვლოს ინგლისური ენა. ეს არის გრამატიკულად და ლექსიკურად
გამარტივებული ინგლისური, რომლის მიზანია „აზროვნების შეზრუდვა“. მაგალითად,
მასში საერთოდ ამოღებულია სიტყვები „თავისუფალი“ ან „თავისუფლება“ და ამგვარად ამ ცნების აზრად გავლებაც არ მოხერხდება.


ენოხიანიენოხიანური ენა, ხელოვნურად შექმნილი ენა, რომელიც მე-16 საუკუნეში გამოჩნდა ასტროლოგ ჯონ დისა და სერ ედვარდ კელის წიგნებში. დის მიხედვით, ეს იყო
ენა, რომელზეც ღმერთმა შექმნა სამყარო და რომელიც დროთა განმავლობაში გადაიქცა ებრაულ ენად, რაზეც დაწერილია ძველი აღთქმა. ენოხიანურ ანბანს იყენებდნენ დი და კელი თავიანთ წიგნებში, რომლებშიც მაგიური ქმედებებია ახსნილი. მე-20 საუკუნეში აღნიშნული ენა ისევ გახდა მაგიურ წრეებში პოპულარული.
ე-პრაიმიE-Prime არის ალფრედ
კორჟიბსკის მიერ ფილოსოფიურ საფუძველზე შექმნილი ენა, რომელშიც უკუგდებულია ზმნის „ვარ“ (to be) ყველა არსებული ფორმა. E-Prime-ის მიზანია კრიტიკული მოსაზრების ნაკლები
სიმწვავით გადმოცემა და აზრის უფრო ნათლად ჩამოყალიბება. მაგალითად, E-Prime-ით ვერ ვიტყვით „ეს არის ცუდი ფილმი“, „შენ არ ხარ მართალი“, რასაც შევცვლით გამონათქვამებით: „მე ეს ფილმი არ მომწონს“, „მე არ გეთანხმები“. ამგვარად, მსმენელი უფრო მარტივად გაარჩევს ერთმანეთისგან ფაქტსა და მოსაზრებას.



ესპერანტოესპერანტო დღეისთვის ყველაზე წარმატებულ ინტერნაციონალურ ხელოვნურ ენად გვევლინება. იგი შეიქმნა მე-19 საუკუნის ბოლოს, პოლონელი ექიმის, ლუდვიგ ზამენჰოფის მიერ, რომელსაც საერთო ენის შექმნით სურდა შეეწყვიტა ეთნოკონფლიქტები. ამიტომ შექმნა შესასწავლად მარტივი, პოლიტიკურად კი ნეიტრალური ენა. ესპერანტოს ლექსიკას საფუძვლად უდევს რომანულ, გერმანიკულ და სლავურ სიტყვათა ძირები, რომელთა სუფიქსაციით იწარმოება ახალი ლექსიკური ერთეულები. დღეისთვის ამ ენაზე საუბრობს 2 მილიონამდე ადამიანი, ბევრი მათგანისთვის იგი მშობლიურიც არის.

0
387
3-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
387
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0