სხვა ხელოვნური ენები 2013, 7 ივნისი, 16:32 მსოფლიოში მრავალი ხელოვნურად შექმნილი ენა არსებობს. ზოგი მათგანი შექმნილია სამეცნიერო მიზნებისთვის, ადამიანის ტვინის მოქმედებაზე დასაკვირვებლად; ზოგის მიზანია ადამიანებს შორის ურთიერთობის გამარტივება, არსებული ენების „გაუმჯობესება“, ბევრი კი მხატვრული ლიტერატურის ფარგლებშია შექმნილი. ამჯერად წარმოგიდგენთ ხელოვნური ენების რამდენიმე მაგალითს. ![]() მიუხედავად ორიგინალურობისა, სორესოლი არასოდეს გამხდარა პოპულარული, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე მოხალისეს, რომელიც დღესაც „ერთობა“ ამ მეტყველებით. ![]() დღეისთვის ამ ენაზე გამოდის რამდენიმე ჟურნალი. დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ში კი რამდენიმე დისერტაციაა დაცული კვენიური ენის გრამატიკის შესახებ. ![]() იგი ეყრდნობა მარტივ ცნებებს, რომლებიც ყველა კულტურისთვის საერთოა. მასში არის მხოლოდ 123 სიტყვა, რომელთა კომბინირებით შეიძლება ახალი სიტყვების შექმნა. ამგვარად, ტოკიპონაში „ბედნიერება“ გადმოცემულია სიტყვათა კომბინაციით: „თავის კარგად გრძნობა“, „ალკოჰოლი“ – კომბინაციით „გიჟი წყალი“; გეოლოგია“ – კომბინაციით „მიწის ცოდნა“ და ა.შ. მართალია, ამგვარი ენა სასწავლებლად ადვილია, მაგრამ ნიუანსების გადმოცემის დონეზე მისი გამოყენება შეუძლებელია. ![]() ბინგენის მიერ იყო შექმნილი. სავარაუდოდ მისი დანიშნულება იყო იღუმენიასა მონაზვნებს შორის საიდუმლო ურთიერთობა. თუმცა ეს მხოლოდ ვარაუდის დონეზეა ცნობილი. ჰილდეგარდი თავად იყო კომპოზიტორი და თავისივე შექმნილი ენიდან სიტყვებს ხშირად იყენებდა მუსიკალურ ნაწარმოებებში. სიკვდილის შემდეგ მან დატოვა აღნიშნული ენის 1000 სიტყვიანი გლოსარიუმი, რომელშიც უმეტესობა რელიგიური და სამედიცინო ტერმინია. ![]() ერთი ხელოვნური ენაა. ამჯერად მისი მიზანი იყო შეემოწმებინა მოსაზრება იმის შესახებ, რომ არსებული ბუნებრივი ენები ქალური მეტყველებისთვის ადექვატური არ არის. ლაადანი საშუალებას იძლევა სიტყვებით იქნას გადმოცემული ისეთი ცნებები თუ მოქმედებები, რომლებიც ინგლისურ ენაში მხოლოდ არავერბალური საშუალებებით (ჟესტიკულაცია, მიმიკა, ტონი) გადმოიცემა. მაგალითად, წინადადება შეიძლება შეიცავდეს სიტყვას, რომელიც გამოხატავს, რომ მოცემული აზრი გაფრთხილებას წარმოადგენს. ლაადანში არსებობს სიტყვები, რომლებიც ნიუანსებში წარმოაჩენს ემოციებს, მაგალითად, განსხვავებული სიტყვებით გამოიხატება შემდეგ ემოციები: „გაბრაზებული ვარ გარკვეული მიზეზით“ და „გაბრაზებული ვარ უმიზეზოდ“; არსებობს სიტყვა, რომელიც გამოხატავს შემდეგ მდგომარეობას: „გაბრაზებული ვარ, მაგრამ ვერაფერს ვიზამ“. ![]() გამარტივებული ინგლისური, რომლის მიზანია „აზროვნების შეზრუდვა“. მაგალითად, მასში საერთოდ ამოღებულია სიტყვები „თავისუფალი“ ან „თავისუფლება“ და ამგვარად ამ ცნების აზრად გავლებაც არ მოხერხდება. ![]() ენა, რომელზეც ღმერთმა შექმნა სამყარო და რომელიც დროთა განმავლობაში გადაიქცა ებრაულ ენად, რაზეც დაწერილია ძველი აღთქმა. ენოხიანურ ანბანს იყენებდნენ დი და კელი თავიანთ წიგნებში, რომლებშიც მაგიური ქმედებებია ახსნილი. მე-20 საუკუნეში აღნიშნული ენა ისევ გახდა მაგიურ წრეებში პოპულარული. ![]() კორჟიბსკის მიერ ფილოსოფიურ საფუძველზე შექმნილი ენა, რომელშიც უკუგდებულია ზმნის „ვარ“ (to be) ყველა არსებული ფორმა. E-Prime-ის მიზანია კრიტიკული მოსაზრების ნაკლები სიმწვავით გადმოცემა და აზრის უფრო ნათლად ჩამოყალიბება. მაგალითად, E-Prime-ით ვერ ვიტყვით „ეს არის ცუდი ფილმი“, „შენ არ ხარ მართალი“, რასაც შევცვლით გამონათქვამებით: „მე ეს ფილმი არ მომწონს“, „მე არ გეთანხმები“. ამგვარად, მსმენელი უფრო მარტივად გაარჩევს ერთმანეთისგან ფაქტსა და მოსაზრებას. ![]() 392 3-ს მოსწონს
|