x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
5 ყველაზე სასტიკი ვანდალიზმი კაცობრიობის ისტორიაში

image5-მრავალი საუკუნის განმავლობაში იტალიაში გავრცელებული იყო ლეგენდა, რომ ტბა ნემის ფსკერზე, რომელიც რომის მახლობლად მდებარეობს ჩაძირულია უზარმაზარი გემი ძვირფასეულობით, საგანძურით სავსე, რომელიც ცეზარს ეკუთვნოდა, მხოლოდ 1930 წელს იტალიელები თვითონაც გაოცდნენ და მსოფლიოც გააოცეს, მართლაც ტბის ფსკერზე აღმოჩენილი იქნა გემი, თანაც ერთი კი არა, არამედ ორი, აღმოჩნდა რომ მეორე კალიგულას ეკუთვნოდა, ორივე გემი ისე მდიდრულად იყო მორთული, რომ მისი ენით აღწერა შეუძლებელია, დუჩემ სპეციალურად ააგო ამ ორი გემისთვის მუზეუმი, თუმცა 1944 წელს როდესაც გერმანელთა ჯარი უკვე უკან იხევდა, ეს უნიკალური არტეფაქტები დაწვეს-ტბა ნემის გემები.4-თავიდან არაბ დამპყრობლებს VI და VII საუკუნეებში ბრალს სდებდნენ, რომ ისინი დამპყრობლული ომების შემდეგ ანადგურებდნენ სხვის კულტურულ მემკვიდრეობას, თუმცა მოგვიანებით ეს არ დადასტურდა, პირიქით მუსულმანები დიდი ინტერესით და სათუთად ეპყრობოდნენ სხვა ერთა მეცნიერებას თუ კულტურას...და ამ დროს ანუ XXI საუკუნეში ავღანელმა მოჯახედებმა 2001 წელს ააფეთქეს კლდეში გამოკვეთილი ბამიანის ბუდის ქანდაკება.3)დღეს უძველესი ჩინური კულტურის მემკვიდრეობა, ლეგენდარული ცივილიზაციის შესახებ თითქმის აღარავითარი მემკვიდრეობა არაა დარჩენილი.კომუნისტურმა ჩინეთმა "კულტურული რევოლუციის"(1966-76წწ.) დროს იმდენი ტიბეტური მონასტერი და უძველესი მანუსკრიპტები გაანადგურა, რომ მათი რაოდენობის დასახელება შესზარავს ადამიანს, ცალკეა კიდევ ადამიანთა მსხვერპლი, რომელიც ათეული მილიონობით განისაზღვრება.2-1204 წელს ჯვაროსნებმა გაანადგურეს კონსტანტინოპოლი, -ქალაქი მეგაპოლისი 1 მილიონი მცხოვრებით, ასეთი საშინელება ჩაიდინეს "რწმენის ძმებმა"(ვენეციელებმა, ფრანგებმა, ინგლისელებმა და გერმანელებმა), გაანადგურეს ბიზანტიის ულამაზესი და საოცარი ცივილიზაციის ცენტრი-"მეორე რომი".ქალაქის განადგურების შემდეგ იქ რამდენიმე ათასი მაცხოვრებელი-ღა თუ დარჩა1- ბოლშევიკების მოსვლას უამრავი ეკლესია-მონასტრის განადგურება მოჰყვა, განადგურდა მუზუმებიდან გამოტანილი უძვირფასესი რელიქვიები, მაგრამ ევროპაშიც და ვერსად ვერ წარმოიდგენდნენ, რომ კომუნისტები მოსკოვში მაცხოვარი-მხსნელის ტაძარს ააფეთქებდნენ, ეს ულამაზესი და გრანდიოზული ტაძარი 1812 წლის ომის შემდეგ ათეულობით წელი შენდებოდა ხალხის ფულით.ეს მოხდა 1931 წელს და ყველას შოკირება გამოიწვია.

2
136
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
136
  
2013, 6 ივნისი, 22:38
კარგი სტატია...
2013, 6 ივნისი, 20:50
გულწრფელად ამეტირა:(
რატომ?:(რისთვის?
0 1 2