x
image
lady.ge
დიეტა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით-მესამე ნაწილი


image

მერწყული


ჩემდა გასაოცრად
აღმოვაჩინე რომ საკმაოდ ბევრი მერწყული ქალი გამოირჩევა ჭარბწონიანობით, თუმცა ყველაზე
სახალისო ისაა რომ სხეულის ფუმფულა ფორმების მიუხედავად ეს ადამიანები მაინც ახერხებენ
იყონ უზომოდ მომხიბვლელები და საყვარლები. მაგალითისთვის ცნობილი ტელეწამყვანის ოპრა
უინფრის მოყვანა შემიძლია, რომელიც მიუხედავად თავისი „სიფუშფუშისა“ უამრავი ადამიანისთვის
მიბაძვის ობიექტი გახდა. ზედმეტი წონის პრობლემა,
ეს ის საკითხია რომელსაც მერწყული ქალები განსაკუთრებული სიმძაფრით არ აღიქვამენ, აქედან
გამომდინარე ტყუპების მსგავსად მათაც ნაირნაირი დიეტებით „თავის გართობა“ ხიბლავთ,
თუმცა არცთუ იშვიათად სასურველ შედეგსაც აღწევენ.




თევზები

საკუთარი ემოციური ბუნების გამო, საკმაოდ მტკივნეულად
განიცდიან წონის მომატების საკითხს. თუმცა
საიმისოდ რომ ამ პრობლემის „ლიკვიდაცია“ სასწრაფოდ
მოახერხონ, ბევრ მათგანს ნებისყოფა არ ყოფნის.
ამ შემთხვევაში მათთვის აუცილებელია ემოციური მხარდაჭერა ხანდახან
ასე ვთქვათ „შემოძახება“ და შეგულიანებაც კი (მეგობრების, საყვარელი ადამიანის
და ა.შ) და ასევე მაქსიმალურად კომფორტული გარემო, რათა რაიმე ყოფით წვრილმანებზე განაწყენებულმა
თევზმა შვების საპოვნელად სამზარეულოს არ მიაშუროს. თევზებს ძალიან უყვართ ყველა სახის
სასმელი. აქედან გამომდინარე მათთვის ძალიან კარგი იქნება დიეტა რომელიც მაქსიმალურად
ბევრ ნატურალურ წვენს და თხიერ საკვებს შეიცავს,
მაგალითად კეფირი, იოგურტი და ა.შ



1
5378
4-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:lady.ge
lady.ge
5378
  
2013, 25 ოქტომბერი, 18:19
აკნეს საწინააღმდეგო სახის გამწმენდი ლოსიონი. 100% შედეგით. დამიკავშირდით 599 28 15 08 ნატი
0 1 1