სხვა სამეფო ოჯახების საქორწილო ტორტები 2013, 5 ივნისი, 23:10 2012 წლის 29 აპრილი, პრინც უილიამისა და ქეით მიდლტონის საქორწილო ტორტი. ავტორი: ფიონა კერნი. ხილის ტორტი, 900-ზე მეტი ფოთლისა და ყვავილის დეკორაციით და გვირგვინით. 2010 წლის 19 ივნისი, შვედეთის პრინცესა ვიქტორიას და პრინც დანიელის საქორწილო ტორტი, რომელიც შედგებოდა 11 სართულისგან და იწონიდა 250 კგ-ს. 1999 წლის 19 ივნისი, პრინც ედვარდისა და სოფი-რი ჯონსის საქორწილო ტორტი. ავტორი: ლინდა ფრიპი. 7 სართულიან, 10 მეტრის სიმაღლის ტორტის დეკორაციას წარმოადგენდა ყვავილები და ტენისის ჩოგანი. 1995 წლის 1 ივლისი, საბერძნეთის პრინც პავლოსისა და მარი შანტალ მილეს 8 სართულიანი საქორწილო ტორტი. ავტორი, კოლეტ პეტერსი. 1993 წლის 10 ივნისი, იორდანიის მეფე აბდულა ბინ ალ-ჰუსეინისა და დედოფალ რანიას უზარმაზარი, რამდენიმე სართულიანი საქორწილო ტორტი, რომელიც წყვილმა ხმლით გაჭრა. 1986 წლის 23 ივლისი, პრინც ენდრიუსა და სარა ფერგიუსონის საქორწილო ტორტი, რომლის სიმაღლე იყო 1, 7 მეტრი და მორთული იყო მარციპანით. 1981 წლის 29 ივლისი, პრინც ჩარლისა და პრინცესა დაიანას საქორწილო ტორტი. სიმაღლე 1, 5 მეტრი. დეკორაცია: ნეფე-დედოფლის ინიციალები, სამეფო გერბი, ორქიდეები, შროშანები, ვარდები. 1956 წლის 19 აპრილი, მონაკოს პრინც რენიესა და გრეიტ კელის 6 სართულიანი საქორწილო ტორტი. 1947 წლის 20 ნოემბერი, დედოფალ ელიზაბეტ II-სა და პრინც ფილიპის საქორწილო ტორტი. 2, 7 მეტრის სიმაღლის, 4 სართულიანი ტორტი, რომელიც 227 კგ-ს იწონიდა. 1923 წლის 26 აპრილი, მეფე ჯორჯ VI-სა და დედოფალ დედას საქორწილო ტორტი, 3 მეტრის სიმაღლის. 689 3-ს მოსწონს
|