x
image
lady.ge
დიეტა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით-ნაწილი მეორე

image სასწორი












ჭარბი წონა, არც თუ იშვიათადაა სასწორი ქალების მთავარი პრობლემა. ეს იმიტომ რომ ზოდიაქოს ამ ნიშნის
ქალბატონებს, განსაკუთრებული სიყვარული ახასიათებთ ტკბილეულობის მიმართ, რაც დამეთანხმებით
კარგი ფიგურის ყველაზე დიდი მტერია. თუმცა სასწორის ბუნებაში არსებული ჰარმონიის შეგრძნება
და სილამაზის გამძაფრებული აღქმის უნარი, ხშირად ეხმარებათ ზოდიაქოს ამ ნიშნის ქვეშ
დაბადებულებს რომ თავი ხელში აიყვანონ და დიეტის მეშვეობით ჩვეულ ფორმებს დაუბრუნდნენ.



მორიელი





მორიელის ხასიათში მთავარი პრობლემა რადიკალიზმია. აქედან
გამომდინარე გასაკვირი არაა, რომ „ყველაზე
სასტიკი დიეტების“ მხვერპლთა რიცხვში ზუსტად მორიელი ქალები ხვდებიან ხოლმე. ქალი მორიელი, მიუხედავად გარეგნული თავდაჯერებულობისა,
ხშირად საკუთარი თავის მიმართ უზომოდ კრიტიკული და მკაცრია. აქედან გამომდინარე, თავს
არ ზოგავს როცა უნდა რომ კარგად გამოიყურებოდეს, თუმცა მათი ხასიათის მთავარი პრობლემა
რადიკალიზმი ხშირად ცუდ სამსახურს უწევს მორიელებს. შესაძლოა დიეტის დაცვამ ისე გაიტაცოს,
რომ სასურველი წონის ნაცვლად დისტროფიკობაში გადავიდეს. ზომიერების დაცვა ეს არის ყველაზე
მთავარი მორიელისთვის, თუ უნდა რომ სხეული და
ფსიქიკა სრულ ჰარმონიაში ქონდეს ერთმანეთთან.



მშვილდოსანი




მშვილდოსანი ქალი იმდენად მოძრავი, დინამიური და მოსუვენარი
არსებაა, რომ მათ უმრავლესობას ჭარბი წონის პრობლემა ძალზე იშვიათად აწუხებს ამ სიტყვის
როგორც პირდაპირი ისე გადატანითი მნიშვნელობით. როგორც წესი მშვილდოსნები ნაკლებად
განეკუთვნებიან სახლში მჯდომი დიასახლისების რიცხვს, აქედან გამომდინარე მიუხედვად
იმისა რომ გემრიელად ჭამა-სმა ძალიანაც უყვართ, მიღებულ კალორიებს მშვილდოსანი მშვენივრად
„ხარჯავს“ სპორტული აქტივობის ან უბრალოდ წანწალის
ხარჯზე. თუმცა თუ მაინც შეექმნა მას წონასთან დაკავშირებული პრობლემები, საკითხს ჩვეული
ოპტიმიზმით უყურებს და არასოდეს ქმნის ტრაგედიას ამ ფაქტის გამო. რაც დამეთანხმებით უმთავრესი პრინციპია იმისთვის
რომ ქალმა არც თავი დაოკომპლექსოს, არც გარშემომყოფები.





თხის რქა


ბუნებით უზომოდ კრიტიკული და წესრიგის მოყვარული თხის
რქა ზედმეტი წონის პრობლემას საკმაოდ მტკივნეულად
განიცდის. თუმცა მის ხასიათში მოჭარბებულად არსებული წესრიგის, დისციპლინის სიყვარული
ეხმარება ხშირად მას იმაში რომ საკუთარი გარეგნობა მკაცრი დიეტის და სპეციალურად შემუშავებული
კვების რეჟიმის მეშვეობით დახვეწოს. ამ შემთხვევაში სასურველი შედეგის მისაღწევად,
მისთვის ყველაზე დიდი დახმარების გაწევა, ოჯახის წევრების (განსაკუთრებით მეუღლის ან
საყვარელი ადამიანის) ემოციურ მხარდაჭერას შეუძლია. ნუ დაგავიწყდებათ რომ თხის რქას
სატურნი მართავს რაც მის ხასიათში ხშირად პესიმიზმის ელემენტების სიჭარბეს იწვევს,
აქედან გამომდინარე, თხის რქა ქალისთვის ემოციურ მხარდაჭერას და ოპტიმიზმს დიდი მნიშვნელობა
აქვს.


















2
3823
2-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:lady.ge
lady.ge
3823
  
2013, 25 ოქტომბერი, 18:18
აკნეს საწინააღმდეგო სახის გამწმენდი ლოსიონი. 100% შედეგით. დამიკავშირდით 599 28 15 08 ნატი
2013, 24 იანვარი, 23:00
მმმ..ტკბილეული... როგორ მიყვარს მაგრამ საბედნიეროდ დიეტა არასოდეს დამჭირვებია:)
0 1 2