ნამცხვრები ნამცხვარი ჟოლოთი 2012, 19 მარტი, 16:19 მასალად საჭიროა:
კვერცხი – 2ცალი მაწონი – 2ჩ/ჭ ერბო – 1ჩ/ჭ ჟოლო – 400გრ შაქარი – 2ჩ/ჭ პურის ფქვილი – რამდენსაც შეიზელს ავიღოთ მაწონი, ერბო, კვერცხი. შაქარი ზემოთ აღნიშნული რაოდენობით და შევაზილოთ იმდენი ფქვილი, რამდენსაც შეიზელს. გავათხელოთ 1თითის სისქემდე, დავადოთ ერბოწასმულ ტაფაზე, ზედ დავაყაროთ შაქარში არეული ჟოლო და შევდგათ ჰაერღუმელში. როდესაც გამოცხვება, ზედ მოვაყაროთ სხვა რომელიმე დაფხვნილი ნამცხვარი. 339 3-ს მოსწონს
|